ეს თემა საგანგებოდ გააქტიურდება 2003 წლის არჩევნებშიც, რისი ნიშნები უკვე ჩანს. აშკარაა, რომ ერთია აფხაზეთის პრობლემის მნიშვნელობა არჩევნებს შორის პერიოდში და სულ სხვაა ამავე თემის მიმართ პოლიტიკური ინტერესი უშუალოდ არჩევნების წინ. ფაქტი ფაქტად რჩება: არსებობს უპასუხო შეკითხვები, არსებობს ათი წლის განმავლობაში უცვლელად შენარჩუნებული სტატუს-კვო და თითქმის აღარ არსებობს აფხაზეთის დაბრუნების საფუძვლიანი იმედი.
სოხუმის დაცემის შემდეგ თითქმის ათი წელიწადი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ისეთივე გულგრილია აფხაზეთის თემის მიმართ, როგორიც იყო უშუალოდ ომის დროს. მაშინ საზოგადოება ერთხმად აღიარებდა, რომ ომი ქვეყანას არ შეხებია, ცხადია, ზოგიერთი ოჯახის გამოკლებით.
სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულება აფხაზეთის თემის მიმართ, პირველ რიგში, იმაში ვლინდება, რომ რამდენიმე მოუსვენარი ჟურნალისტის გარდა, არავის გამოუძიებია, რატომ დაიწყო ქვეყანამ ომი თავისსავე ტერიტორიაზე, თავისივე მოქალაქეების წინააღმდეგ. მით უმეტეს, რომ ძალიან ადვილი იყო ამ ომის შედეგის წინასწარ განსაზღვრა: ცნობილი იყო რუსეთის ინტერესიც აფხაზეთის მიმართ და მისი სამხედრო ძალის უპირატესობის ხარისხიც. საქართველოს პრეზიდენტი განმარტავს, რომ ომი მისგან დაუკითხავად დაიწყო თენგიზ კიტოვანმა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ვერ აკონტროლებდა. აი, ამ სიმართლით კმაყოფილდება საქართველოს სახელმწიფო და მოსახლეობა ათი წლის განმავლობაში.
გულგრილობის მეორე ნიშანი ისაა, რომ საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის აფხაზეთის ომის მიმდინარეობის შესახებ. ცნობილია მხოლოდ განუკითხაობა, რომელიც ქართულ ჯარში სუფევდა და გმირობის რამდენიმე ფაქტი. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს პროკურატურაში უამრავი ტომი არსებობს აფხაზეთის ომში ჩადენილ დანაშაულთა შესახებ, ქართული ჯარის მაღალ ან დაბალ ეშელონში სახელმწიფოს მიერ დასჯილ თუნდაც ერთ ადამიანს საზოგადოება არ იცნობს.
გულგრილობის მესამე ნიშანია სახელმწიფოს დამოკიდებულება აფხაზეთის მებრძოლების, ომში დაღუპულების და მათი ოჯახების მიმართ. დაღუპულთა ოჯახებს მეტ-ნაკლებად ეხმარებიან. რაც შეეხება ომიდან დაბრუნებულ მებრძოლებს, ისინი საკუთარი თავის იმედად არიან მიტოვებულნი, თუმცა ბევრი მათგანი სრულფასოვან და ჯანმრთელ ადამიანად თავს ვეღარასოდეს იგრძნობს.
გულგრილობის მეოთხე ნიშნად უნდა მივიჩნიოთ აფხაზეთის პრობლემის მოგვარების ათწლიანი პროცესი. ომის დასრულებიდან მხოლოდ მეათე წელს პარლამენტმა მთავრობისგან მოითხოვა პრობლემის გადაჭრის კომპლექსური გეგმა, რომელიც ვერ მიიღო. ორივე ფაქტი ერთნაირად საინტერესოა. გაერო-ს რეზოლუციები და საქართველოს პარლამენტის დადგენილებები რომ არ სრულდება, ესეც ერთნაირად ნიშანდობლივია. თავად პრეზიდენტი გასული ათი წლის განმავლობაში ოთხი პოლიტიკური ფიგურის მეშვეობით ცდილობდა აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას: თავდაპირველად ამ საკითხზე მუშაობდნენ, ერთი მხრივ, ვაჟა ლორთქიფანიძე და, მეორე მხრივ, თამაზ ნადარეიშვილი, შემდეგ მათ დაემატა მალხაზ კაკაბაძე და, სულ ბოლოს, ასლან აბაშიძე. ამ ფიგურებს შორის კოორდინაცია არც ადრე არსებობდა და არც ახლა არსებობს. შესაბამისად, გაუმიჯნავია მათი ფუნქციები და გაურკვეველია მათი "მარგი ქმედების კოეფიციენტი". ფაქტია, რომ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სასიცოცხლო რისკის ხარჯზე ცხოვრობს.
არსებობს კიდევ ერთი საკითხი, რომელიც განსაკუთრებით გულსატკენია აფხაზეთის კონტექსტში. ეს არის კონტრაბანდა, რომელიც აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში შემოედინება და რომელიც სერიოზულ სტიმულს აძლევს დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნებას. უეჭველია, რამდენიმე ათეული ადამიანი საკუთარ კეთილდღეობას სწორედ იმ ფაქტზე აგებს, რომ საქართველოს სახელმწიფო თავისივე ტერიტორიის ნაწილს ვერ აკონტროლებს. არადა, ეს ადამიანები გავლენიანი პირები არიან, სწორედ ისინი, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ.
ხელისუფლების უკუღმართი დაინტერესების და საზოგადოების გულგრილობის პირობებში, საქართველოს სახელმწიფოში აღარ ჩანს ძალა, რომელიც "მკვდარ წერტილზე" ჩაკირულ აფხაზეთის პრობლემას გააცოცხლებს.