იგი ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ერთ-ერთი პირველი ქართველი ლაურეატია, პირველი ქართველი პიანისტი, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, პიანისტი, რომლის შესახებ პროფესიონალები აღფრთოვანებით საუბრობენ. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” ამჟამად მოსკოვში მოღვაწე პიანისტ ელისო ვირსალაძეს ეძღვნება.
“არსებობს მხატვართა, შემოქმედთა ორი კატეგორია, – აღნიშნავდა ელისო ვირსალაძე 1990 წელს ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნებაში” დაბეჭდილ ინტერვიუში, – ერთ ნაწილს თავისი თავი უყვარს ხელოვნებაში, მეორეს ხელოვნება თავის თავში... პირველნი ცდილობენ თავისი მონაცემების წარმოჩენას შესასრულებელი ნაწარმოების საშუალებით. მეორენი ემსახურებიან ნაწარმოების, მისი შინაარსის წარმოჩენას. ორივე პოზიციას აქვს არსებობის უფლება. მაგრამ ნამდვილ, მაღალ ხელოვნებას ქმნის ის, ვინც მუსიკიდან გამოდის და მიზნად ისახავს ნაწარმოებში ჩადებული იდეის, სახეების, შინაარსის ამეტყველებას. ამას მინერგავდნენ და მასწავლიდნენ ბავშვობიდან.”
ელისო ვირსალაძეს ბავშვობიდან ამ აზრს მისი ბებია, ანასტასია ვირსალაძე, უნერგავდა – ქართული პიანისტური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პირველი ქართველი მუსიკოსი ქალი, რომელმაც უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო (1909 წელს პეტერბურგის კონსერვატორია დაამთავრა).
თავად ელისო ვირსალაძე მხოლოდ 17 წლის იყო, როცა ყველასათვის მოულოდნელად მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი გახდა, 1962 წელს კი, მაშინ, როცა თბილისის კონსერვატორია ჯერ დამთავრებულიც არ ჰქონდა, მიიღო მესამე პრემია ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსზე. ამას ახალი გამარჯვებები მოჰყვა, ახალი კონტაქტები ისეთ მუსიკოსებთან, როგორიც არიან იოხელესი, ნეიგაუზი, ზაკი და სხვები. 1970 წლიდან იგი მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი გახდა, თუმცა საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. იმხანად, როცა ხელოვნებისთვის ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად ეცალათ, 80-იანი წლების მეორე ნახევარში, იგი სათავეში ჩაუდგა თელავის კამერული მუსიკის ფესტივალს “ქება ვაზისა” - ფესტივალს იმ ადამიანების მონაწილეობით, რომელთაც არა თავისი თავი უყვართ ხელოვნებაში, არამედ ხელოვნება თავის თავში, რაც იმ პერიოდის საქართველოში , როცა ქვეყანაში მომრავლდნენ საკუთარ თავში შეყვარებული რომანტიკოსები (მათ შორის, პოლიტიკაშიც), საკმაოდ აქტუალურად ჟღერდა.
“ემოციური საწყისი რაციონალურს უნდა ემორჩილებოდეს, – აღნიშნავდა ელისო ვირსალაძე იმავე ინტერვიუში, – მან არ უნდა წამოიწიოს წინა პლანზე.” დამეთანხმებით, ალბათ, რომ არცთუ ისე ტიპური განცხადებაა ქართველი ხელოვანისთვის, მით უმეტეს - მუსიკოსისთვის, მით უმეტეს - ქალისთვის. თანაც იმ ქალისთვის, რომელიც ინსტრუმენტთან, სცენაზე, ნამდვილად არ ჰგავს რობოტს, რომელიც ტექნიკურად ზუსტად, მაგრამ უემოციოდ უკრავს. ეს ის სისადავე და რაციონალურობაა, რომელიც სინატიფეში გადადის, ეს არის გემოვნება – სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ახსენებენ ელისო ვირსალაძის შემოქმედების კონტექსტში. გემოვნება კი ემოციური საწყისის მოთოკვას ნიშნავს, განსაკუთრებით მუსიკაში.
[მუსიკა. უკრავს ელისო ვირსალაძე]
როცა რაციონალური ემოციურს სჭარბობს და როცა მუსიკოსი ფიქრობს არა საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვაზე, არამედ თავად ნაწარმოების სახის წარმოჩენაზე, მან უარი უნდა თქვას ლიდერის თვისებებზე და მოუსმინოს სხვას. ვირსალაძის ეს ნიჭი განსაკუთრებით 80-იან წლებში გამოვლინდა, როცა პიანისტმა ანსამბლურ მუზიცირებას მიანიჭა უპირატესობა და ორკესტრებთან, კამერულ ანსამბლებთან ერთად გამართა რამდენიმე ბრწყინვალე კონცერტი. საქართველოში იგი, როგორც წესი, ჯანსუღ კახიძესთან ერთად უკრავდა. კახიძის ემოციურობა და ვირსალაძის სიმკაცრე ყოველთვის უხდებოდა ერთმანეთს.
[მუსიკა]
შარშან, გაზაფხულზე, მუსიკალური კულტურის ცენტრში პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსი ელისო ვირსალაძემ გახსნა. უფრო სწორად, გახსნის ცერემონია საკმაოდ გაჭიანურდა. კონცერტს თითქმის მთელი ხელისუფლება ესწრებოდა: საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი პარლამენტარებით დამთავრებული. კულტურის ჩინოვნიკთა მონოლოგები, სამადლობელი სიტყვები დიდხანს გაგრძელდა. არადა, დარბაზი ელისო ვირსალაძის გამოჩენას და პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტის შესრულებას მოითხოვდა. ბოლოს და ბოლოს, დასრულდა სიტყვების ის კორიანტელი, რომელიც ტიპურია ასეთი ღონისძიებებისთვის (და, ალბათ, არა მარტო ასეთი ღონისძიებებისთვის) და სცენაზე ელისო ვირსალაძე გამოვიდა. ძალზე მკაცრად ჩაცმული. ასე ვთქვათ, "არატიპურად" ასეთი კონცერტებისთვის. პროკოფიევის კონცერტი, რომელიც რიტმისა და ტონალობის მუდმივ და მოულოდნელ ცვლილებებზეა აგებული, არაჩვეულებრივი ცდუნებაა პიანისტისთვის, გამოხატოს თავისი ტემპერამენტი. მით უმეტეს, როცა ორკესტრს ისეთი არტისტული მუსიკოსი უდგას სათავეში, როგორიც ჯანსუღ კახიძეა. მაგრამ ამჯერადაც არ მოხდა ასე: ვირსალაძე უკიდურესად მკაცრი იყო: 1917-21 წლებში, მსოფლიოსთვის ამ უმძიმეს, ბობოქარ ხანაში შექმნილი რევოლუციური ნაწარმოები შესრულდა, მართლაც რომ, “არისტოკრატული პოზიციიდან” და, შესაბამისად, პუბლიკასაც მაშინვე დაეუფლა კონტრაპუნქტის განცდა – ვირსალაძის სიმკაცრე დაუპირისპირდა ყველაფერს, რაც აქამდე ხდებოდა ამ დარბაზში: ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ ქათინაურებს და თავად ხელისუფლებას, თავისი მრავალრიცხოვანი დაცვით, რომელიც პროკოფიევის მუსიკასთან საერთოდ არ ირითმებოდა.
“ძალიან მიყვარს ანსამბლში დაკვრა, – აღნიშნავდა 10 წლის წინ ელისო ვირსალაძე. – ამ დროს გეუფლება კოლექტიური შემოქმედების სიხარული. გრძნობ პარტნიორთა მხარდაჭერას. ამავე დროს, უარი უნდა თქვა სოლო შემსრულებლობის დროს დასაშვებ “სილაღეზე”, უნდა ამჟღავნებდე ურთიერთობის ნიჭს.”
ურთიერთობის ნიჭი შემოქმედისგან სიტუაციის ადეკვატურ ქცევას მოითხოვს, თუმცა ადეკვატურობა იმის განმეორებას არ ნიშნავს, რასთანაც ურთიერთობს ხელოვანი. ზოგჯერ, პირიქით, ურთიერთობის ნიჭი მხატვარს იმ კონტრაპუნქტს უკარნახებს, რომელსაც ელისო ვირსალაძე განუწყვეტლივ მიმართავს თავის შემოქმედებაში. როცა რომანტიზმია მოდაში, იგი კლასიკოსებს უკრავს, როცა ემოციურობა ფასობს - მკაცრია. იგი თვითონაა ზომიერი და ყოველთვის ცდილობს აქეთ, ნორმისკენ “გადმოწიოს” ხელოვნება. როგორც თავად აღნიშნავს: “ახალგაზრდებს მოვუწოდებ ზომიერებისკენ. არ ვურჩევ მათ ერთბაშად დიდი ამოცანების დასახვას. ადამიანს არ უნდა ღალატობდეს რეალობის გრძნობა.”
“ზომიერება” – აი, კიდევ ერთი სიტყვა, რომელსაც ელისო ვირსალაძის შემოქმედებასთან დაკავშირებით იყენებენ ხოლმე. ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება სიტყვას “გემოვნება” – ზომიერება ნიშნავს კიდეც მაღალ გემოვნებას.