Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბოლტონი: ჩვენ ვაწყდებით სხვა ქვეყნების მხრიდან წამოსულ აგრესიულ პროპაგანდისტულ კამპანიას


ჯონ ბოლტონი
ჯონ ბოლტონი

ჯონ ბოლტონი, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, 26 ოქტომბერს საქართველოს ესტუმრება. მანამდე ბოლტონი იმყოფებოდა სომხეთში, სადაც რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანამშრომელმა მას დაუსვა რამდენიმე შეკითხვა, მათ შორის თავად ჩვენი რადიოს - რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების - მისიის შესახებ.

რადიო თავისუფლება: თქვენ ახლახან შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. როგორ ჩაიარა შეხვედრამ? არის რაიმე პროგრესი აშშ-რუსეთის თანამშრომლობის კუთხით, თუ სანქციების მოქმედება მთელი ძალით გაგრძელდება?

ჩვენ ბევრ შემთხვევაში ვაწყდებით სხვა ქვეყნების მხრიდან წამოსულ აგრესიულ პროპაგანდისტულ კამპანიას. რადიო თავისუფლება ამას არ აკეთებს. იგი მატარებელია იმ ამერიკული საინფორმაციო საშუალებების სულისკვეთებისა, რომლებიც გამოთქმის საშუალებას ყველა მხარეს აძლევენ.

ჯონ ბოლტონი: ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო წრე. ეს იყო გაგრძელება იმ შეხვედრისა, რომელიც ჰელსინკიში [ივლისში] გაიმართა პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. აგვისტოში ჟენევაში მე მქონდა შეხვედრა ჩემს რუს კოლეგასთან. მას ბოლო ვიზიტის დროსაც შევხვდი მოსკოვში, სადაც ასევე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ პუტინს. ჩვენ შორის გაიმართა საათნახევრიანი მსჯელობა, ძალიან პროფესიული და ღრმა. პრეზიდენტი პუტინი თავად არის შეიარაღების კონტროლის ექსპერტი. ამდენად, ჩვენ ხანგრძლივად ვისაუბრეთ INF (საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვული და კონვენციური რაკეტების შესახებ-რედ.) ხელშეკრულების შესახებ და მიზეზებზეც, რის გამოც, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა, აშშ ტოვებს ხელშეკრულებას. ჩვენ ვისაუბრეთ შეიარაღების კონტროლის სხვა ხელშეკრულებებზეც. შევეხეთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის რამდენიმე ასპექტს.

ეს მსოფლიოს ყველა ხალხს უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვეშინია დისკუსიისა და კამათის, მაგრამ ვილაშქრებთ პროპაგანდის წინააღმდეგ.

ვფქირობ, ეს სასარგებლოა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა სათავეს იღებს მისი ეროვნული ინტერესებიდან. და, ჩემი დაკვირვებით, რუსეთთან ურთიერთობაში პროგრესი მიიღწევა მაშინ, როცა ორივე მხარე პირდაპირ გადმოსცემს თავიანთი ეროვნული ინტერესების არსს. ზოგჯერ ჩვენ, უბრალოდ, არ ძალგვიძს შეთანხმების მიღწევა, მაგრამ ზოგჯერ შეგვიძლია განვიხილოთ გარკვეული საკითხები, დიახ, შეგვიძლია. ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი შეხვედრა პრეზიდენტებს შორის გაიმართება პარიზში 11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების მეასე წლისთავის დღესასწაულზე. არსებობს სხვა შესაძებლობაც. მე გავუმეორე პრეზიდენტ ტრამპის დაპატიჟება პრეზიდენტ პუტინს, ესტუმროს ვაშინგტონს საქმიანობის ერთი წლის თავზე.

რადიო თავისუფლება: ვიცით, რომ თქვენი ცოლი მუშაობდა რადიო თავისუფლებაში და თქვენ ლამის ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ. რა იცით ჩვენი ორგანიზაციის შესახებ? რაში ხედავთ ჩვენს მისიას?

ჯონ ბოლტონი: ვფიქრობ, რომ დღეს ის არის უაღრესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა ასპექტის გამო. ვფიქრობ, რომ შეგევძლო უფრო მეტი რესურსიც გამოგვეყო ამ საქმიანობისთვის. უაღრესად მნიშვნელოვანია გავავრცელოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია აშშ-ის პოზიცია სხვადასხვა საკითხზე, რა ხდება საკუთრივ აშშ-ში, რა გავლენას ახდენს ეს მსოფლიოს დანარჩენ ნაწილზე. ჩვენ ბევრ შემთხვევაში ვაწყდებით სხვა ქვეყნების მხრიდან წამოსულ აგრესიულ პროპაგანდისტულ კამპანიას. რადიო თავისუფლება ამას არ აკეთებს. იგი მატარებელია იმ ამერიკული საინფორმაციო საშუალებების სულისკვეთებისა, რომლებიც გამოთქმის საშუალებას ყველა მხარეს აძლევენ. ეს არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, როგორც ქვეყანა. ეს მსოფლიოს ყველა ხალხს უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვეშინია დისკუსიისა და კამათის, მაგრამ ვილაშქრებთ პროპაგანდის წინააღმდეგ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG