ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც ეწვევა. ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
„20 ოქტომბერს მივემგზავრები რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. შევხვდები ჩემს კოლეგებს და სხვა მაღალჩინოსნებს, რათა განვავითაროთ აშშ-ის ინტერესები უსაფრთხოების მიმართულებით“, - წერს ჯონ ბოლტონი.