Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი პრეზიდენტ პუტინს შეხვდება


ჯონ ბოლტონი და სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2018 წლის 22 ოქტომბერი
ჯონ ბოლტონი და სერგეი ლავროვი. მოსკოვი, 2018 წლის 22 ოქტომბერი

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი დღეს მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მისი პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინს სურს ბოლტონისგან მოისმინოს განმარტებები არაერთ საკითხზე, რადგან შეკითხვები გაცილებით მეტია, ვიდრე პასუხები. ბოლტონის და პუტინის შეხვედრის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი აპირებს დატოვოს მოსკოვთან 1987 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ, რადგან რუსეთი დიდი ხანია ამ შეთანხმებას არღვევს.

ეს საკითხი 22 ოქტომბერს განიხილებოდა მოსკოვში, ჯონ ბოლტონის შეხვედრებზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან. დღის წესრიგში ასევე, იყო უკრაინაში, სირიაში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში შექმნილი ვითარება და ტერორიზმთან ბრძოლა. ჯონ ბოლტონმა რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“-ს განუცხადა, რომ შეხვედრებზე დასვა აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხიც.

XS
SM
MD
LG