მოქალაქეები იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს წერილებს უგზავნიან და გადადგომისკენ მოუწოდებენ.
გაგზავნილი წერილების ფოტოებს მოქალაქეები Facebook-ზე ათავსებენ ჰეშთეგით #1000წერილითეას.
"ეს არ იქნება ერთადერთი ფორმა. ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა გზას და ფორმას ვეძებთ იმისთვის, რომ ყველანაირად შევუქმნათ დისკომფორტი იუსტიციის მინისტრს და ვაიძულოთ ხელისუფლება, მთავრობა, რომ მან დატოვოს თანამდებობა და წავიდეს სახლში," - ამბობს ამ ტალღის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე.
იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები გაიმართა 8 და 12 ივნისს. 8 ივნისის აქციამდე იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვეს, რომელზედაც ასევე მინისტრის გადადგომის მოთხოვნა ეწერა.