Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის სადავო პარამეტრები


ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქალაქის მერიას მიმართავს მოთხოვნით უკან გაიწვიოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რადგან თვლის, რომ ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებს არ ასახავს.

გადმოწერა

ფრაქციის ხელმძღვანელის, გიგა შუშანიას, განცხადებით, პროექტის თანახმად, მომავალ წელს შემოსავლების ნახევარი თვითმმართველობასა და მერიას დაქვემდებარებულ დაწესებულებებში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული და ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის; გაზრდილია მერიისა და საკრებულოს ხარჯები, მაგალითად, თანხები სარესტორნე მომსახურებისა და საჩუქრებისთვის, ასევე ავტომანქანების მომსახურებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი თანხა შემცირებულია.

მარეხ ნიჟარაძე
მარეხ ნიჟარაძე

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, მარეხ ნიჟარაძის, შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი მოსახლეობაზეა ორიენტირებული, თუმცა აუცილებელია მასში აისახოს ცვლილებები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. მარეხ ნიჟარაძის განცხადებით, ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატებს მაჟორიტარულ ოლქებში პრობლემების მოსაგვარებლად აქვთ შენიშვნები და წინადადებები, რომელთაც მერიას შესთავაზებენ.

ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები

  • მომავალი წლიდან მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებების 3 000 თანამშრომელს ხელფასი 50 ლარით ეზრდება.
  • ქუთაისის ბიუჯეტი 2019 წელს 54 960 000 ლარით განისაზღვრა, რაც 900 ათასით მეტია 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე.

როგორც მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ნიშნიანიძე განმარტავს, ბიუჯეტის პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, რადგან მისი პარამეტრები ვერ გაიზრდება. დავით ნიშნიანიძე ადასტურებს, რომ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მერიის, საკრებულოსა და თვითმმართველობას დაქვემდებარებული 10 გაერთიანების სახელფასო ფონდი 24 ნახევარი მილიონი ლარია, რაც თითქმის ორი მილიონით აღემატება მიმდინარე წლის სახელფასო ფონდს. ნიშნიანიძისავე განმარტებით, ბიუჯეტის გაზრდას ანაზღაურების ნაწილში იწვევს ის, რომ მომავალი წლიდან მერიას დაქვემდებარებული დაწესებულებების 3 000 თანამშრომელს ხელფასი 50 ლარით ეზრდება. მისივე თქმით, საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტის მიხედვით, ქუთაისის ბიუჯეტი 2019 წელს 54 960 000 ლარით განისაზღვრა, რაც 900 ათასით მეტია 2018 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე.

XS
SM
MD
LG