თელავში ორი, ხოლო გურჯაანში ერთი სოფელი დაისეტყვა. განადგურებულია მოსავლის ნაწილი. მწყობრიდან არის გამოსული შიდა სასოფლო გზები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ზარალის დათვლა დაიწყო. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრში განაცხადეს, რომ 9 მაისს 105 რაკეტა გამოიყენეს.
თელავის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი დაისეტყვა. სტიქიამ კისისხევი და წინანდალი დააზარალა. მართალია, ადგილობრივ მერიას ჯერ არ დაუთვლია, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ზარალი მნიშვნელოვანია. დაზარალებულთა შორის არის ნანული კოზმანიშვილი. მისი თქმით, სეტყვას თან ძლიერი წვიმა ერთვოდა, რამაც წყალმოვარდნა გამოიწვია. განადგურებულია მარწყვის მოსავალი, ვენახი და ერთწლიანი კულტურები:
სეტყვამ ახლად გამოსული ვენახი და მარწყვი გააფუჭა. სხვა მოსავალიც ძალიან დაზიანდა. ამ ეტაპზე ზარალი არ არის დათვლილი. წვრილი სეტყვა იყო, რომელიც 10-15 წუთი გაგრძელდა...ზურაბ გრძელიშვილი
„რაც ამოსული იყო, ყველაფერი წყალმა წალეკა და სეტყვამ მიწაში ჩაიტანა. ხალხს მარწყვის ბაღები ჰექტრობით აქვს და მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია.
დაზიანებულია ვენახებიც. არ ვიცით, რა გვეშველება. სეტყვა იმ რაოდენობით მოვიდა, რომ მიწა სულ გადათეთრებული იყო, როგორც თოვლი“.
ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, სეტყვა კისისხევსა და წინანადალში დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა და ყველა ის მცენარე და ნარგავი დააზიანა, რომელიც სოფლებში მოჰყავთ. კისისხევში მცხოვრები ზურაბ გრძელიშვილის თქმით, მისი გათვლით, მოსავლის ზიანი 5-დან 10 პროცენტამდეა:
„სეტყვამ ახლად გამოსული ვენახი და მარწყვი გააფუჭა. სხვა მოსავალიც ძალიან დაზიანდა. ამ ეტაპზე ზარალი არ არის დათვლილი. წვრილი სეტყვა იყო, რომელიც 10-15 წუთი გაგრძელდა“.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე აკა საჩიშვილი ამბობს, რომ შესაბამისი კომისია მუშაობს, ზარალის დათვლა დაწყებულია და ზუსტი მონაცემები დღის ბოლოს გახდება ცნობილი, თუმცა საჩიშვილის წინასაწრი ინფორმაციით, სტიქიას საგანგაშო მდგომარეობა არ შეუქმნია:
ზემოქმედება დაიწყო დროულად. დამუშავებული იქნა ოთხი კერა და გახარჯული იქნა 105 ცალი სეტყვის საწინააღმდეგო ნაწარმი. მართვის ცენტრი იყო სრულ მზადყოფნაში. მორიგე ჯგუფმა იმუშავა აბსოლუტურად დროულად, ინსტრუქციის მიხედვით...ნუგზარ კვესელავა
„მიმდინარეობს მონიტორინგი სოფლის ტერიტორიაზე. ამჟამად არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 % ზარალზე შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა ვნახოთ... არა მგონია, დიდად გაიზარდოს ზარალი. შედეგების შესახებ დამატებით გაცნობებთ. ახლა საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის“.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის ცენტრის კონსულტანტი ნუგზარ კვესელავა ამბობს, რომ ღრუბლების გასანეიტრალებლად 105 სეტყვის საწინააღმდეგო ნაწარმი გამოიყენეს და სეტყვის ოთხი კერა გაანადგურეს. კვესელავას თქმით, მოსახლეობას თუ რაიმე სახის ზარალი მიადგა, ეს იყო წვიმით გამოწვეული ზარალი:
„ზემოქმედება დაიწყო დროულად. დამუშავებული იქნა ოთხი კერა და გახარჯული იქნა 105 ცალი სეტყვის საწინააღმდეგო ნაწარმი. მართვის ცენტრი იყო სრულ მზადყოფნაში. მორიგე ჯგუფმა იმუშავა აბსოლუტურად დროულად, ინსტრუქციის მიხედვით. ასე რომ, ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რაც იყო გათვალისწინებული სეტყვასაშიში ღრუბლების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის. თვითონ პროცესს ჰქონდა ძალიან მძლავრი ხასიათი. მიუხედავად ამისა, შედეგი დადგა დადებითი“.
10 მაისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაკურციხეც დაისეტყვა.სეტყვას ძლიერი წვიმა ერთვოდა, რამაც შიდასაუბნო გზები დააზიანა. წინასწარი ინფორმაციით, ბაღჩეული კულტურები უმნიშვნელოდ არის დაზიანებული. მიმდინარე წელს კახეთში სეტყვის ეს უკვე მეორე შემთვევაა.პირველი სეტყვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მოვიდა, თუმცა მაშინ საგაზაფხულო სამუშაოები არ იყო დაწყებული და, შესაბამისად, არავინ დაზარალებულა.