Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჰოკეის ნაკრების თავდამსხმელი: „მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი იქნება“


საქართველოს ჰოკეის ნაკრები
საქართველოს ჰოკეის ნაკრები

საქართველოს ნაკრებმა ჰოკეიში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში პირველად მოხვდა, მეორე ადგილი აიღო.

ნაკრებმა ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო, მხოლოდ ესპანეთთან დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მადრიდში თამაშსა და გუნდის პერსპექტივაზე, „ეხო კავკაზა“ ნაკრების თავდამსხმელს ანდრეი რომანოვს ესაუბრა.

- ანდრეი, გილოცავთ და მსოფლიო ჩემპიონატზეც წარმატებას გისურვებთ. საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია 2004 წელს შეიქმნა, 2009-ში საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა. მოგვიყევით, როგორ მიდიოდით ამ წარმატებამდე?

ნაკრებიდან ბევრს ძირი აქაური აქვს. ასე გამოვიდა, რომ რუსეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ, შემდეგ კი შანსი მიეცათ საქართველოსთვის ეთამაშათ. ჩემთვის დიდი პატივია აქ თამაში.

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მხარდაჭერისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართული ჰოკეისთვის. საკმაოდ რთული და გრძელი გზა იყო, მაგრამ მაინც სწრაფად მივაღწიეთ შედეგს. რაც შეეხება საქართველოს ფედერაციას, ბევრი პრობლემა გვქონდა, ხელმძღვანელობა იცვლებოდა... ახლანდელი პრეზიდენტი საკმაოდ კარგია, ყველაფერში ერკვევა, მენეჯმენტში, გუნდი სწორად როგორ შეადგინოს... ნაკრების შესადგენი შერჩევა კარგად ჩაატარეს. კონკურენტული გარემო რომ იყოს, შემადგენლობა ხშირად იცვლება. ამან კარგი შედეგი მოგვცა, მოულოდნელიც კი. ყოჩაღი ბიჭები არიან, ახალგაზრდები, სრულად წირავენ თავს.

- რაც შეეხება შერჩევას, ინტერნეტში ბევრი კითხულობდა, საქართველოს ნაკრებში ქართული გვარი ასე ცოტას რატომ აქვსო.

- ჩემს თავზე ვიტყვი, რუსული გვარი მაქვს - რომანოვი, მაგრამ ჩემი დიდი ბებია და დიდი ბაბუა ქუთაისიდან იყვნენ. მამაჩემიც ქუთაისში გაიზარდა. ნაკრებიდან ბევრს ძირი აქაური აქვს. ასე გამოვიდა, რომ რუსეთში დაიბადნენ და გაიზარდნენ, შემდეგ კი შანსი მიეცათ საქართველოსთვის ეთამაშათ. ჩემთვის დიდი პატივია აქ თამაში.

- მაგრამ წვრთნები საზღვარგარეთ ტარდებაარა?

- ახლა საქართველოში არ არის სრულფასოვანი ყინულის მოედანი. 60 მეტრი 30-ზე უნდა იყოს, ან 58 მეტრი 28-ზე, რომ ჰოკეი ითამაშო, ყინული იგრძნო, მოხერხებული იყოს. ასეთი მოედანი არ არის, მაგრამ მალე აშენდება. აქ არის ყინულის კომპლექსები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში. შარშან ბათუმში ტარდებოდა შეკრებები, იქ ისლანდიის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადეთ და მეორე ადგილი დავიკავეთ. ასე რომ, ყველაფერი გვარდება. შენდება და მალე სრულფასოვანი ყინულის მოედანიც გვექნება.

- თავად როგორ მოხვდით საქართველოს ნაკრებში?

- 28 წლის ვარ, თავდამსხმელი, 11 ნომრით გამოვდივარ. საქართველოში ბავშვებსაც ვწვრთნი. ნაკრებში 2019 წელს მოვხვდი. გუნდის ხელმძღვანელობამ დამირეკა, დავილაპარაკეთ, გამესაუბრნენ, ნახეს ჩემი შესაძლებლობები, როგორ ვვარჯიშობ, როგორ ვთამაშობ და გადაწყვიტეს, ავეყვანე, რაც ძალიან მიხარია.

- ამბობთ, რომ მწვრთნელად მუშაობთ, სხვებიც მუშაობენ, გუნდში თამაშის გარდა?

- კი, ხდება, რომ ბიჭები სხვა რამესაც აკეთებენ. მაგრამ ჰოკეიზე უარს არ ამბობენ, თამაშობენ და ვარჯიშობენ.

- მსოფლიო ჩემპიონატში მეორე დივიზიონის დონემდე როგორ მიაღწიეთ?

- იქ რამდენიმე საფეხურია, მეოთხე დივიზიონიდან იწყება და თუ გუნდი პირველ ადგილს იკავებს, წინა პოზიციაზე გადადის, და ასე ელიტარულ დივიზიონამდე. იქ კანადა, აშშ, მოწინავე ქვეყნები გამოდიან. ჩვენმა ნაკრებმაც ქვედა დივიზიონებით დაიწყო და 10 წლის განმავლობაში, თანდათანობით წინ მიიწევდა. ახლები მოდიოდნენ, უფრო ახალგაზრდები, უფრო პროფესიონალები და შედეგიც გვქონდა. ასე ვიზრდებოდით. მოვიგეთ მესამე დივიზიონი. შარშან კი ისე გამოვიდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისლანდიაში მეორე ადგილი დავიკავეთ. გაგვიმართლა, მეორე დივიზიონში გადაგვიყვანეს.

- როგორც მივხვდი, წელს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეხვედრა ისლანდიაში გაიმართა?

- შარშან ისლანდიის წინააღმდეგ ვთამაშობდით და ისე გამოვიდა, რომ წავაგეთ. ჩემპიონები ისინი გახდნენ. ამან ძალიან იმოქმედა. ჩვენთვის რევანშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განწყობაც ასეთი იყო. მწვრთნელის დავალება ყველამ შეასრულა და მოვუგეთ ისლანდიას, საკმაოდ დიდი ანგარიშით.

- რა განწყობით გახვედით ყინულზე?

მეტოქეები ძლიერდებიან და ჩვენც უკეთესები უნდა ვიყოთ.

- მსოფლიო ჩემპიონატის თითოეულ თამაშზე საბრძოლო განწყობა გვაქვს. ერთმანეთს ყოველთვის მხარს ვუჭერთ. ჩვენ გვინდოდა ისლანდიისთვის მოგვეგო, რადგან შარშან ოქრო წაგვართვეს. გულშემატკივრებმა ძალიან გაგვამხნევეს, მადრიდშიც კი, სხვა ქვეყანაში, ხალხი მოდიოდა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირათ. ამანაც მოგვცა ძალა. ინტერნეტიდანაც იგრძნობოდა მხარდაჭერა. ნაცნობები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ბაკურიანიდან, წერდნენ და რეკავდნენ. ეს ძალას გვაძლევდა. სხვა ქვეყნებიდანაც რეკავდნენ. არცერთი შეხვედრა არ იყო იოლი, მაგრამ მართლა კარგად ვთამაშობდით. ბიჭები ცდილობდნენ, ხელმძღვანელობა ღელავდა და გვეხმარებოდა. დიდი მადლობა ყველა ჩვენს ფანს და ოჯახებს, რომლებიც მთელი ეს დრო გვამხნევებდნენ.

- რომელი მატჩი იყო ყველაზე რთული ამ ჩემპიონატზე?

- ალბათ ესპანეთთან თამაში. ძალიან ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა, წავაგეთ, არადა, გუნდი კარგად თამაშობდა. ტრიბუნებიდან დიდი მხარდაჭერა იყო. როდესაც ესპანელების წინააღმდეგ სახლში თამაშობ, მათ მხარდაჭერა აქვთ, შესაძლოა სადღაც მსაჯებიც ეხმარებოდნენ. პირველი გოლი უაზრო შეცდომის გამო დავუშვით და ამან თავისი გააკეთა. მაგრამ ჩვენი გუნდი მაინც ყოველთვის პოზიტიურია. თუნდაც დავიღალოთ, იყო ასეთი შემთხვევაც, მაინც ვემზადებით და ახალი ძალებით, მხნედ გამოვდივართ.

- ახლო მომავლისთვის რა გეგმები გაქვთ?

- ახლა ყველა ისვენებს. ზოგი შვებულებაშია, ზოგი - თავის სამსახურს დაუბრუნდა. მალე კიდევ უფრო სერიოზულად დავიწყებთ მზადებას. ახალი მეტოქეები გველიან, რომლებსაც არ ვიცნობთ, არც ის ვიცით, შეიცვალა თუ არა მათი შემადგენლობები, ყოველ წელს რაღაც იცვლება. მეტოქეები ძლიერდებიან და ჩვენც უკეთესები უნდა ვიყოთ. მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად შეკრებებს, ამხანაგურ თამაშებს ჩავატარებთ. კარგ ფორმაში და კარგ ხასიათზე ვიქნებით. ვიმედოვნებთ, მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი იქნება. ოქროს მედლებს მოვიპოვებთ და ჯგუფით წინ წავიწევთ.

XS
SM
MD
LG