Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ჯდება მეტროს გაფიცვა


მეტროს მემანქანეების გაფიცვა მთავრობას უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

- თუ მეტროს მემანქანეების გაფიცვა 1 კვირას გასტანს და ამ დროის განმავლობაში ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება, სატრანსპორტო კომპანია დაკარგავს 2 617 020 ლარს.

- მეტროს მემანქანეთა ხელფასების მესამედით გაზრდას წლიურ ბიუჯეტში დამატებით 1,7 მილიონი ლარი ჭირდება.

- ეს თანხა სატრანსპორტო კომპანიის 5 დღის შემოსავალია, თუ პირობითად მეტროს და ავტობუსის ყველა მგზავრი 50 თეთრიანი ბილეთით იმგზავრებს.

- გამოთვლა ეყრდნობა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მგზავრთნაკადის მონაცემებს, რომელთა სანდოობა 5 ივნისს კითხვის ქვეშ დადგა.

- თბილისის სატრანსპორტო კომპანიას თუ დავუჯერებთ, 4 ივნისს გაფიცულმა მეტრომ 373 436 კაცი გადაიყვანა, ავტობუსით კი უფრო ცოტა ადამიანმა (338 731-მა) იმგზავრა, ვიდრე წინა დღეებში, როცა მეტრო გაჩერებული არ იყო.

- თუ დავუშვებთ, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მგზავრთნაკადის მონაცემები, რომელსაც ვებ-საიტზე ანთავსებენ, არასწორია, გამოვა, რომ კომპანიის იმ შემოსავალს ვერ დავითვლით, რომელსაც ის მგზავრობისას გადახდილი თანხის სახით იღებს.

XS
SM
MD
LG