საერთააშორისო დონორი ორგანიზაციების პოლიტიკა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ორგანიზაციების მიმართ, საქართველოს მოსახელობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგნიზაციებისადმი, მათი სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფცია და სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლიბის შედეგები იყო ქუთაისში „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს“ ორგანიზებით სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმზე შეკრებილთა ძირითადი განსახილველი თემები.
ფორუმში სახელწოდებით „სამოქალაო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი საქმიანობა ერთმანეთისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის გაეცნოთ ბეჭდური და სხვა სახის მასალებით. ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ მენეჯერის დავით აფრასიძის განცხადებით, „კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი მოქალაქეების ნდობა დაბალია, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით“.
„სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თემო ჯალიაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ნაცვლად სასურველია დამკვიდრდეს ტერმინი - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რადგან ეს უკეთ ასახავს ორგანიზაციების საქმიანობის სფეროებს, ფუნქციებსა და როლს. მისივე შეფასებით, „სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ დამკვიდრებულია სტერეოტიპები, რომელთა მიზეზი გარეფაქტორებთან ერთად შესაძლოა იყოს მოქალაქეებთან თავად ორგანიზაციების არასწორი კომუნიკაცია.“
„ღია მმართველობა საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში აისახა კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების გამჭვირვალობა და მუნიციპალიტეტებს მიეცეთ გრანტის გაცემის უფლება.
ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს რეფორმის კონცეფციაზეც, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი ორგანიზაციები შესაძლოა სახელმწიფო გრანტებით დაფინანსდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მთავარი იურისტ ლევან ფანიაშვილის მოსაზრებით, განვითარების ზრდის პარალელურად მცირდება უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში მოქმედი ორგანიზაციების დაფინანსება. ლევან ფანიაშვილის ინფორმაციით, 2010 წლიდან საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურებმა გრანტის სახით გასცეს 26 მილიონი ლარი. ამჟამად გრანტის გამცემია სამი სამინისტრო და სამინისტროებს დაქვემდებარებული 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ლ. ფანიაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ამიტომ აუცილებელია ახალი რეგულაციის შემოღება. ლევან ფანიაშვილი სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამოუკიდებლობის შესუსტების რისკებზეც საუბრობს.
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობაზე საუბრისას ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ მერია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს სამ პროექტს, რომელთა ჯამური ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია. ნინო თვალთვაძის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობა გრანტის სახით თანხას ვერ გასცემს და უფლება აქვს პროექტი მხოლოდ თანადაფინანსებით განახორციელოს. ქუთაისის ვიცე-მერის განმარტებით, „ამჟამად 10-ზე მეტი პროექტია, რომელსაც მერია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს და მათ შორის წარმატებულად რამდენიმე შეიძლება ჩაითვალოს“.
როგორც სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელები განმარტავენ, „ღია მმართველობა საქართველოს“ 2018- 2019 წლების სამოქმედო გეგმაში აისახა კონცეფციის ძირითადი მიმართულებები და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოს სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების გამჭვირვალობა და მუნიციპალიტეტებს მიეცეთ გრანტის გაცემის უფლება.
ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი პროექტ „საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ახორციელებენ „კონრად ადენაუერის ფონდი“, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“, „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი“, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.