Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და „მესამე ძალის“ უშედეგო მოლოდინი - ინტერვიუ ნინო კალანდაძესთან


საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილის არჩევნებში მონაწილეობისადმი ნიჰილიზმი და პოლიტიკური გადაუწყვეტელობა საქართველოს დემოკრატიის მთავარ გამოწვევად სახელდება „ჭავჭავაძის ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ნაშრომში - „ჟამი ქვათა შეკრებისა: ორპარტიული დაყოფის მიღმა“.

ავტორები წერენ, რომ „საქართველოში პარტიების განვითარების ერთ-ერთი შესაძლო მოდელი, რომელსაც შეუძლია წინ აღუდგეს პოლიტიკური დემობილიზაციის ტენდენციას, არის ნიშური პარტიის მოდელი“. ამასთან, მკვლევრები ადასტურებენ, რომ ნებისმიერი პარტია, რომელსაც სურს წამყვან პარტიებთან („ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დიქოტომიასთან) კონკურენცია, ელექტორატის სწორედ ამ ნაწილისკენ უნდა მიმართონ ძალისხმევა, თუმცა, ამისათვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკურმა პარტიამ, პოლიტიკურმა ლიდერმა კარგად გაიაზროს რა ინსტრუმენტი აკლია მიზნის მისაღწევად.

ამის გაკეთება კი შეუძლებელია ელექტორატის გადაუწყვეტელი და ნიჰილიზმისკენ მიდრეკილი ნაწილის მოთხოვნებისა და მოლოდინების შესწავლის გარეშე. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი ნინო კალანდაძე რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ ანალიტიკური ნაშრომის ერთი ნაწილი ეთმობა იმ მიზეზების დადგენას, რომელთა გამოც ე.წ. შედარებით პატარა ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ ელექტორატის გაზრდას და ალტერნატივად ქცევას რეალურად არსებული მოთხოვნის მიუხედავად.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG