Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე მუნიციპალიტეტები - გამოკვლევა


სერტიფიკატი, რომელიც ლაგოდეხის საკრებულომ მიიღო
სერტიფიკატი, რომელიც ლაგოდეხის საკრებულომ მიიღო

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა დამოქალაქეთა მონაწილეობა, ანგარიშვალდებულება - ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ 2019 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

2017 წელთან შედარებით, გაუმჯობესების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რამდენიმე მუნიციპალიტეტშია, მათ შორის ბათუმში, ცაგერში, თეთრიწყაროსა და წალენჯიხაში, თუმცა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მდგომარეობა გაუარესებულია. როგორც მკვლევარები ამბობენ, უკუსვლა გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობას არ ბარდება ანაგრიში გაწეული მუშაობის შესახებ,

ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა არ ითვალისწინებს მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდამჭერ პროგრამებს.

კახეთის რეგიონში ამ კუთხით შეიძლება გამოვყოთ გურჯაანი და სიღნაღი. მათ -11 და -6 პროცენტი ჰქონდათ კლება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ 2017 წლის შედეგებთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებლები აქვთ.
თეონა ტურაშვილი

გამოწვევად რჩება დასახლების საერთო კრების გამართვის საკითხიც. წინა შედეგებთან შედარებით, უშუალოდ ეს მაჩვენებელი 10%-დან 9%-მდე შემცირდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ტურაშვილი ამბობს, რომ კახეთში ყველაზე ცუდი შედეგები აქვს გურჯაანსა და სიღნაღს, ხოლო ყველაზე კარგი ლაგოდეხს. ტურაშვილის განცხადებით, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში პრობლემაა ისეთი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება, როგორიც არის ადმინისტრაციული, მივლინებებისა და საკომუნიკაციო ხარჯები:

„კახეთის რეგიონში ამ კუთხით შეიძლება გამოვყოთ გურჯაანი და სიღნაღი. მათ -11 და -6 პროცენტი ჰქონდათ კლება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ 2017 წლის შედეგებთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებლები აქვთ. რაც შეეხება გამოწვევებს, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხით ყველაზე პრობლემური არის ადმინისტრაციული, მივლინებების, საკომუნიკაციო ხარჯების და რეკლამაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. გამოწვევები არის შესყიდვებთან და აუქციონებთან დაკავშირებით“.

ჩვენ წინა წელს ვიყავით მე-9 ადგილზე და ახლა გადავინაცვლეთ 32-ზე. აქ არის ხარვეზები. მე ყურადღებას გავამახვილებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე, რომელსაც არაკვალიფიციური კადრი ხელმძღვანელობს.
ილია ხატიაშვილი

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ მომზადებული გამოკვლევის მიხედვით, გამოწვევად რჩება მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე - მათ შორის ბიუჯეტთან დაკავშირებული - საკითხების საჯარო განხილვის პრაქტიკა. მუნიციპალიტეტების 65%-ში ბოლო ერთი წლის მანძილზე არც ერთი ასეთი განხილვა არ ჩატარებულა. 2017 წელთან შედარებით, გაუარესდა როგორც მერების, ისე საკრებულოს წევრთა ანგარიშის საჯარო მოსმენის პრაქტიკა, ხოლო იქ, სადაც ანგარიში ისმინება, თითქმის ვერ აკმაყოფილებს კარგი პრაქტიკით დამკვიდრებულ სტანდარტს.

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით ძალიან ცუდი შედეგი აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტს, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით 32-ე ადგილზეა. პრობლემებს აღიარებს სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ხატიაშვილი, თუმცა ამბობს, რომ ეს პრობლემები “ერთი არაკვალიფიციური თანამშრომლის მიერ არის შემქნილი“. ხატიაშვილი ამბობს, რომ პრობლემები, რომლებიც გამოკვლევაშია მითითებული, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის არასათანადო მუშაობამ შექმნა და ამ სამსახურის უფროსი მისგან აუცილებლად მიიღებს საყვედურს. ჩვენ ილია ხატიაშვილს ვკითხეთ, როდის და როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას.

„ჩვენ წინა წელს ვიყავით მე-9 ადგილზე და ახლა გადავინაცვლეთ 32-ზე. აქ არის ხარვეზები. მე ყურადღებას გავამახვილებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე, რომელსაც არაკვალიფიციური კადრი ხელმძღვანელობს. სხვა ფაქტორებიც არის, რომელმაც განაპირობა ეს სისუსტე და რომლის გამოსწორებაც შეიძლება“.

კახა ჯამბურია
კახა ჯამბურია

გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით 2019 წელს საუკეთესო შედეგის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა ბათუმი. 100%-იან შეფასების სკალაზე მას 61% აქვს. ბათუმთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელები აქვთ რუსთავს დალაგოდეხს. ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურიას თქმით, „მუნიციპალიტეტმა შესაბამისი სიგელი მიიღო, რაც სტიმულს აძლევს, რომ შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესონ“.

საქართველოში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის კუთხით ყველაზე ცუდი შედეგები აქვთ ახალქალაქს, ნინოწმინდას, ასპინძას, ადიგენსა და სამტრედიას. ვერც ერთმა ამ მუნიციპალიტეტმა რეიტინგის 10%-იან ზღვარს ვერ მიაღწია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG