ბატუტზე მხტომელთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ზაურ სულაშვილი რადიომსმენელებს შეახსენებს სპორტის ამ სახეობაში საერთაშორისო ასპარეზობებზე მიღწეულ წარმატებებს და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის პერსპექტივებს;
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნინო სორდია ამჯერად საუბრობს ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის ისტორიაზე, დღევანდელ შესაძლებლობებსა და მომავლის გეგმებზე;
საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ თემურ ბენდიაშვილს ბრიტანეთში გამართული მატჩები ჩვენი მორაგბეთათვის მეტად სასარგებლო გაკვეთილად მიაჩნია და იმ ხარვეზებსაც აღნიშნავს, რომელთა გამოსწორება შესაძლებელი და აუცილებელიცაა.