Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია საგზაო უსაფრთხოებისთვის


ვალეში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების გამო, ახალგაზრდებმა აქცია გამართეს. სკოლის მოსწავლეებმა ტრანსპარანტებითა და შეძახილებით ვალეს საავტომობილო გზა გაიარეს და ხელისუფლებისგან საგზაო ნიშნების დაყენება ითხოვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სტალინის ქუჩაზე ავარიები ხშირად ხდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ვალეში მოხდა 7 ივნისს, საღამოს 6 საათისთვის. თვითმხილველების განცხადებით, პაპა შვილიშვილს ნაყინს აწვდიდა, როცა გოგონამ მოულოდნელად საავტომობილო გზაზე გადაირბინა, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ მოასწრო და ბავშვს დაეჯახა.

ახალგაზრდების მსგავსად, ხელისუფლებისგან საგზაო ნიშნებისა და სიჩქარის შემზღუდველების დამონტაჟებას ითხოვენ მასწავლებლები და მშობლები. ვალეში ამბობენ, რომ ამ მოთხოვნით რწმუნებულსა და პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივ მცხოვრებთა მოთხოვნას, ცენტრალურ გზაზე სიჩქარმზღუდები, ანუ ე.წ."მწოლიარე პოლიციელები", და საგზაო ნიშნები დამონტაჟდეს, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე უპასუხებს განმარტებით, რომ ოფიციალურად ამ მოთხოვნით მათთვის არავის მიუმართავს, ერთადერთი წერილი ვალედან ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრებლებმა მიაწოდეს და მათ მოთხოვნაზე რეაგირება იყო.

ავტოსაგზაო შემთხვევა ვალეში მოხდა 7 ივნისს, საღამოს 6 საათისთვის. თვითმხილველების განცხადებით, პაპა შვილიშვილს ნაყინს აწვდიდა, როცა გოგონამ მოულოდნელად საავტომობილო გზაზე გადაირბინა, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვეღარ მოასწრო და ბავშვს დაეჯახა. მძღოლი დააკავეს. მას ბრალი ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ედება.

XS
SM
MD
LG