Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არტემ ბალახაშვილი და ალექსანდრე ზაზაშვილი – აგვისტოს ომის გმირები ადიგენიდან


2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის ორი მკვიდრი დაიღუპა - არტემ ბალახაშვილი და ალექსანდრე ზაზაშვილი.

22 წლის კაპრალი არტემ ბალახაშვილი 11 აგვისტოს, ცხინვალის რაიონის სოფელ ბროწლეთში რუსული ავიაციის მიერ ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა. ჯარისკაცის მამა გურამ ბალახაშვილი შვილის ბოლო სატელეფონო ზარს იხსენებს: "ცხინვალში მივდივართ, ომი დაიწყო, დედაჩემს არ უთხრა."

33 წლის ალექსანდრე ზაზაშვილიც კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა - 2008 წლის 9 აგვისტოს. სიკვდილის შემდეგ მას მხედრული მამაცობისთვის მედალი და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

გმირის დედა ჟუჟუნა ზაზაშვილი შვილთან ერთად გლოვობს მოგვიანებით, ავღანეთში დაღუპულ შვილიშვილსაც. ალექსანდრეს დისშვილი ბესო ნინიაშვილი 23 წლის ასაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაიღუპა. "ორივემ თავი საქართველოს შესწირეს, ეს ხომ გმირობაა" - ამბობს ჟუჟუნა ზაზაშვილი.

არტემ ბალახაშვილი
არტემ ბალახაშვილი

აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან 791 მებრძოლი მონაწილეობდა. მათგან 7 დაიღუპა.

XS
SM
MD
LG