აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ შოთაძე "ერთი ჭანჭიკია, სისტემა ისევ დგას".
ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს და დაშლას არ აპირებენ.
ერთ „შოთაძეს“ მეორე „შოთაძე“ ჩაანაცვლებს - ისევ დარეკავენ „ზემოდან“, მთავრობის ჩრდილოვანი თუ ხილული შრეებიდან - და უბრალო ადამიანს ისევ არ ექნება სამართლის პოვნის შანსი, თუ არ გაუმართლებს და თავზე დამტყდარი უბედურებით მისი გზა „ძლიერებთან“ გადაიკვეთება.