ხშირად ისმის ბოლო დროს, რომ ვიღაც უკვე გაემზადა ციხისთვის. ბევრმა მეგობრებსა და ოჯახებში დაიბარა, რომ შეიძლება დააპატიმრონ. თან ყველანი მშვიდობიანი მოქალაქენი არიან: პოეტები, ფილოსოფოსები, მსახიობები…
ცოტა ხნის წინ დემნა გვასალია ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერი გახდა. საქართველოში ბევრმა ნახა ის მოკლე ვიდეო, იზაბელ იუპერის გვერდით მდგარ დიზაინერს მკერდზე მედალი რომ შეაბეს. ეგაა, ცოტამ შეიმჩნია ჩვენთან ეს ამბავი. არ მოჰყოლია მას ის აჟიოტაჟი, რაც, ალბათ, ადრე მოჰყვებოდა.
სწორია, რომ ახალ არჩევნებს ვითხოვთ, მაგრამ, დავუშვათ, ხვალვე დაინიშნა ეს ყბადაღებული არჩევნები, ვის ვირჩევთ?
სპილბერგის ბოლო ფილმის მთავარი გმირი (ანუ თვითონ სპილბერგი) ხვდება ღმერთს. ეს ღმერთი არის ჯონ ფორდი, დევიდ ლინჩის შესრულებით.
ზვიად რატიანს მოსამართლე ცეკვავამ პატიმრობა შეუფარდა. ყველამ ვნახეთ, როგორ შეითრია უსახელოთა და უსახურთა ზღვამ პოეტი ცოტა ხნის წინ, როგორ აგინა, ცემა და დაამცირა.
იცი, რა არის უროლაგნია? იგივე უროფილია. პისინგსაც ეძახიან. ოქროს წვიმასაც. ესაა სექსუალური ფეტიშიზმი, სადაც წყვილი განიცდის კმაყოფილებას შარდისგან ან მოშარდვისგან.
სულ მინდოდა „როდრიგესზე“ დამეწერა და ვერასდროს დავწერე. რაზეც ძალიან ვწუხვარ. ეს იყო მოულოდნელი დუო, რომლის მსგავსი სხვა მე არ ვიცი საქართველოში.
ათი წლის წინ, საქართველო რომ დავტოვე, ძალიან გამიჭირდა. ან როგორ მოილხენ, როცა ყოველი უჯრედით შეიგრძნობ, რომ სამშობლოს მოწყდი, თანაც შენი ნებით კი არა, გარემოებათა გამო, და არ იცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წყვეტა. ეგებ სამუდამოდაც.
„ქართული ოცნების“ პატრონი დღემდე ვერ თუ არ იქცა პოლიტიკურ სუბიექტად და დარჩა ჩრდილოვან ობიექტად. ანუ იმად, რაც იყო თავიდანვე. უხილავი საცეცებით პროცესის მართვა მაფიოზური სტილია. თუმცა მაფიოზებსაც აქვთ რაღაც ღირსების კოდექსი. ისინიც იღებენ ხოლმე პასუხისმგებლობას თავიანთ გადაწყვეტილებებზე.
ჩამოტვირთე მეტი