ამერიკამ რუსეთის სამი მოქალაქე ჯაშუშობაში ამხილა, რუსეთი ბრალდებას უარყოფს. ჯაშუშობის ბრალდებას წინ უძღოდა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის მკაცრი კრიტიკა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება ერთკვირიანი ვიზიტით.
შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახური თეთრი სახლის გაზონზე უპილოტო საფრენი მოწყობილობის ჩამოვარდნის საქმეს იძიებს.
ევროკავშირის ექსპერტებს იმთავითვე არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სირიზას“ პარტიის გამარჯვება გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა ევროკავშირის წევრთა მყიფე სოლიდარობას.
ბრიუსელის გეგმას, ტერორისტული ორგანიზაციების ადგილმდებარეობად ცნოს უკრაინის თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები, ყველა არ უჭერს მხარს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა კრიტიკულად შეაფასეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც მან 28 იანვრის მისცა ტელეკომპანია „იმედს“.
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ.
29 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი.
შეერთებული შტატები უკრაინას 2 მილიარდი დოლარის საკრედიტო გარანტიებს დაჰპირდა წელს "მოკლევადიანი სოციალური ხარჯების" დაფარვაში დასახმარებლად.
სწორედ ეს არის ნაცების პროპაგანდის მთავარი ნარატივი. ეს არის აბსოლუტური სისულელე და ტყუილი. ამდენ ვითომდიპლომატობას და ვინმეს არ განაწყენებას უნდა შევეშვათ.
საქართველოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰყავს. ამ პოსტზე წარდგენის დროს ვახტანგ გომელაურმა სახალხოდ განაცხადა, რომ იგი შეეცდება „გაამართლოს ხელისუფლების ნდობა და ხალხის იმედები“.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოჩანაწერებმა, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მოქალაქე პატრულის თანამშრომელს.
ჩამოტვირთე მეტი