კვირის ბოლოს ევროკავშირი გადადგამს პირველ საკანონმდებლო ნაბიჯს გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.
2024 წელს დასავლელი მოკავშირეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაა. ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის და ნატოს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება, რომ საბრძოლო მარაგები სწრაფად იწურება.
2024 წელს 50-ზე მეტი ქვეყნის 4 მილიარდამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ეროვნულ არჩევნებში. არჩევნების წელია აშშ-ში, ინდოეთში, მექსიკაში, სამხრეთ აფრიკაში... ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროპარლამენტარებს უყრიან კენჭს.
თვის ბოლოს ნატო დაიწყებს ცივი ომის შემდეგ უმსხვილეს სამხედრო წვრთნებს Steadfast Defender 24, რომელშიც სამხედრო ალიანსის წევრი 31 ქვეყნის და შვედეთის 90 ათასი ჯარისკაცი 4 თვის განმავლობაში განახორციელებს სხვადასხვა ტიპის მანევრებს ხმელეთზე, ზღვასა და ცაში.
წელს ბრიუსელში ადრიანად დაიწყება ბრძოლა თანამდებობების განაწილებისათვის. ეს ცხადი გახდა, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა 7 იანვარს გამოაცხადა, რომ ივნისში მონაწილეობას მიიღებდა ევროპარლამენტის არჩევნებში.
ზამთრის არდადეგებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა მოახერხა და შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ. ეს მე-12 პაკეტია 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ელოდნენ, რომ ეს ყველაზე რთულად შესათანხმებელი გადაწყვეტილება იქნებოდა. თუმცა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება 14 დეკემბრის საღამოსვე მიიღეს.
მრავალთვიანი მსჯელობისა და დაყოვნებების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რეაქციის შიშის ფონზე, ევროკომისიამ 12 დეკემბერს წარადგინა „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი.
ეს კვირა ბრიუსელში დაძაბული იქნება. 11 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან, რათა შეაფასონ, თუ რა ვითარებაა უკრაინის მხარდაჭერის მხრივ და შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესონ.
ევროკომისია 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს ყოველწლიურ მოხსენებას გაფართოების შესახებ, რომელსაც ბევრი ქვეყანა სულმოუთქმელად ელის. თარიღი არაერთხელ შეიცვალა - თავდაპირველად ის შემოდგომის დასაწყისში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა ბოლოს ნოემბერში გადაინაცვლა.
ევროკომისიის ყოველწლიური მოხსენება გაფართოების შესახებ წესით 8 ნოემბერს გამოქვეყნდება. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს თარიღი საბოლოო არ არის - თავდაპირველად ის შემოდგომის დასაწყისში იყო, შემდეგ კი თანდათან ნოემბერში გადაინაცვლა.
პოლონელები შუაღამემდე იდგნენ რიგში, რათა მონაწილეობა მიეღოთ 15 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჯერ მხოლოდ ეგზიტპოლების შედეგები გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ არჩევნებს დიდი გავლენა ექნება პოლონეთზეც და მთელ ევროპაზეც. აი, ექვსი დასკვნა ამ ისტორიული ღამიდან.
საპარლამენტო არჩევნების შედეგები სლოვაკეთში „უკრაინით დაღლის“ პირველი რეალური პოლიტიკური მაჩვენებელი აღმოჩნდა. ერთ ეტაპზე ისე ჩანდა, რომ საარჩევნო სიურპრიზი მზადდებოდა.
შესაძლოა, ეს არ არის წლის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არჩევნები, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია, რომ სლოვაკეთში 30 სექტემბრისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ექო ამ პატარა ცენტრალურევროპული ქვეყნის საზღვრებს გასცდეს.
ევროკავშირის რეფორმა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ კლუბს გაფართოება მოუწევს და ეს დამოკიდებულება რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმის შემდეგ შეიქმნა.
ყოველ წელს ასე ხდება - ევროკავშირი ყველაზე რთულ გადაწყვეტილებებს დეკემბერში იღებს ხოლმე. უფრო სწორად, ბლოკის ლიდერების სამიტის შეხვედრის წინა სამუშაო კვირას. შემდეგ უკვე საშობაო არდადეგები იწყება.
13 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პლენარულ სესიას ევროკავშირში არსებული ვითარების მისეული ხედვა წარუდგინა. მან მომავალი წლის პოლიტიკის პრიორიტეტები დასახა და წარსულ წარმატებებს გაუსვა ხაზი.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბრიუსელი გაოგნებით შეხვდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი