ევროზონაში ეკონომიკური კრიზისი კვლავინდებურად მწვავდება. რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი საქართველოზე?..
"ჰერკულესის" მუშა-მოსამსახურეთა საპროტესტო აქციის დაშლისა და აქტივისტების დაპატიმრებასთან დაკავშირებით საქართველოს პროფკავშირებმა საქმეში დიპლომატიური კორპუსი ჩართო.
რა მდგომარეობაა საქართველოში საკუთრების უფლების დაცვის თვალსაზრისით, რამდენად დაცულია მესაკუთრე და რა როლს ასრულებს ამ პროცესში სახელმწიფო?..
სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამით, 2009-2011 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100 მილიონი იხარჯება.
რამდენად სულყოფილია ქართული კონკურენციის პოლიტიკა, როგორ ხდება მონოპოლიებთან ბრძოლა და სად არის ყველაზე მეტი პრობლემები.
რამდენად ახალია პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ნაბიჯები ეკონომიკური ზონის შესახებ, რამდენად აღმოფხვის ისინი სახელმწიფოსა და მეწარმეების ურთიერთობებში არსებულ ხარვეზებს და რამდენად გააიოლებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას?
საქართველოს ბანკის შვილობილმა საინვესტიციო კომპანია „ბი ჯი კაპიტალმა“ აშშ-ში „საქართველოს რკინიგზის“ ოთხდღიანი არასახელშეკრულებო როუდ-შოუ დაასრულა. ღონისძიებამ აშშ-ს სამ მსხვილ ქალაქში, 20 წამყვან საინვესტიციო ფონდთან შეხვედრები მოიცვა.
1 იანვრიდან ქართულ ბიზნესს ახალ საგადასახადო რეჟიმში მოუწევს ამუშავება. რამდენად გამართლდა მთავრობის დაპირებები ბიზნესის საგადასახადო სტიმულირების შესახებ, რამდენად რევოლუციურია ახალი საგადასახადო კოდექსი.
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები.
სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ მსოფლიო ბანკისა და ეროვნული ბანკის ორგანიზებით ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის მთავარი თემა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, საბაზრო რისკების მართვის თანამედროვე პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზების დასახვაა.
დღეიდან ოფიციალურად შედის ძალაში საგადასახადო კოდექსის მოქმედ რედაქციაში შესული ცვლილება და სატელეფონო ხმოვანი მომსახურება აქციზით დაიბეგრება. თუმცა, ჯერ გაურკვეველია, სატელეფონო ზარები დაიბეგრება თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც.
ოფიციალურმა სტატისტიკამ საკმაოდ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოში 658 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოსულა, რაც 2008 წლის მონაცემებზე თითქმის 60%-ით ნაკლებია.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მილსადენში ნახევარ მილიარდამდე დოლარს სთავაზობს. აზერბაიჯანული წყაროს თანახმად, საქართველოს ამ გაზსადენს სამი წლის წინ 1 მილიარდ დოლარად ”გაზპრომს” სთავაზობდა.
23 აგვისტოდან ავიაკომპანია "სიბირი" (S7 Airlunes) მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს. რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათას შესრულდება. რუსული ავიაკომპანია მგზავრებს AIRBUS A 319 ტიპის ხომალდით მოემსახურება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ახალ გადასახადს აწესებს, უკვე ძალაშია: ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს 200-ლარიანი გზათსარგებლობის საფასურის გადახდა მოუხდებათ. ცვლილების უმთავრეს მიზნად განახლებული გზების შენახვა სახელდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 6,5%-ის დონეზე დატოვა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. ბანკის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ძირითადად საბაზისო ეფექტის გავლენის შედეგია.
ერთი წლის წინ, 2009 წლის 18 აგვისტოს, საქართველომ ოფიციალურად დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რითაც დაასრულა ყველა იურიდიული პროცედურა ამ ორგანიზაციის ფარგლებში საქმიანობის შესახებ.
თურქმენეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საკუთარი ნავთობის გატარება დაიწყო. ნავთობნაკადის ამ მატებამ ოდნავ მაინც უნდა შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ყაზახური ნავთობის გამორიცხვამ გამოიწვია.
ქართული ბიზნეს-გარემოს სირთულეზე დიპლომატებიც ალაპარაკდნენ. პირველი საქართველოში საფრანგეთის ელჩი ალაპარაკდა. ერიკ ფურნიეს განცხადებით, უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი საგადასახადო ინსპექციის მოკირკიტე დამოკიდებულებით.
ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში ბაყაყი გაჩნდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ბაყაყის შესყიდვის ინტერესი არსებობს. აჭარასა და გურიაში უკვე არსებობს ბაყაყების მოსაშენებელი მეურნეობებიც.
ჩამოტვირთე მეტი