მყარი ნარჩენების საერთაშორისო სტანდარტებით მართვა საქართველოს მიერ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ერთ-ერთი მნიშნელოვანი ვალდებულებაა.
გასულ კვირას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საზოგადოებას 2014 წლის ანგარიში წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი სტრატეგია აქვს. მიმდინარე ხელისუფლების პირობებში ეს უკვე სფეროს განვითარების მეორე სტრატეგიაა, რომელიც 2015-2020 წლებს მოიცავს.
საქართველოს მთავრობამ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს თვიურ მიმოხილვებს, რომლებშიც საუბარია თვის ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებზე. ბოლო ასეთი მიმოხილვა ბანკს 2014 წლის დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით აქვს გამოქვეყნებული და მასში საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას შეხვდებით საქართველოს საბანკო სექტორში არსებული დეპოზიტების შესახებ.
გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობას ურჩია გადახედოს დაგეგმილი 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს შემცირების მიმართულებით.
საქართველოში 2015 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჯანდაცვაზე ფასებმა 7,3 პროცენტით მოიმატა. მაგალითად, სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ფასები 15 პროცენტამდე გაიზარდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 იანვარს სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიება დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ლარის კურსის გაუფასურების გამო, მიმდინარე კვირიდან იგეგმება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. რა მექანიზმების გამოყენება შეუძლია ეროვნულ ბანკს და როგორ აისახება აღნიშნული გადაწყვეტილებები მოქალაქეებზე?
საბანკო სესხების პროცენტი გაიზრდება, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შემცირდება, ხელისუფლებას მოუწევს შეამციროს საბიუჯეტო ხარჯები, უნდა ველოდეთ პროდუქტზე ფასების ზრდასაც - მარტივ და გასაგებ ენაზე ასეთი პერსპექტივა ისახება იმ განცხადებების ფონზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გასული კვირის მიწურულს გააკეთა.
კონკურენციის სააგენტომ პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველადი ანგარიში წარმოადგინა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები შეაჯამა.
ამ დღეებში საქართველოში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა გლეხებს მიწის დაუმუშავებლობისთვის სპეციალური გადასახადით დაბეგრავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ახალი პროექტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: 2015 წელს დაიწყება 20 მგვტ სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგურის, „ქართლის“, მშენებლობა.
2013-2014 წლებში შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებმა ჯამურად 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საქსტატის 2012 წლის მონაცემების თანახმად, წყალმომარაგება საცხოვრებელ სახლებში 97,6 %-ით მხოლოდ თბილისშია უზრუნველყოფილი.
15 იანვრის მდგომარეობით, ეროვნულმა ბანკმა დაადგინა გაცვლითი კურსის ახალი ნიშნული - 1,928. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაუფასურება თითქმის ათპროცენტიანია.
განათლების სისტემის ციფრობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის კვალიფიკაციის დონე მნიშვნელოვნად განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, განათლების სისტემის უდავო ცენტრად კი, ისევე როგორც ბიზნესისა და წარმოების ცენტრად, ისევ და ისევ თბილისი გვევლინება.
ძველი ავტომობილების იმპორტის აკრძალვის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ახალ მანქანებზე აქციზის გადასახადი გაზარდა. სავარაუდოა, რომ აქციზის ზრდა უარყოფით გავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესზეც.
ჩამოტვირთე მეტი