EBRD ქარის პირველი ელექტროსადგურის, "ქართლის", დაფინანსებას განიხილავს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის.
გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანელ ტურისტთა რაოდენობის შემცირების გამო საქართველოში ირანიდან რეისების აღდგენა აღარ იგეგმება. ირანელი ტურისტების რაოდენობის შემცირება საქართველოში გამოხატულებაა იმ საერთო ტენდენციისა, რომელიც ასახულია ტურიზმის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ პირველი კვარტალის ანგარიშში.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის პირველი ორი თვის სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 9 პროცენტით.
გასულ კვირას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, სახელმწიფო აპირებს კომპენსირება გაუკეთოს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულიმ კომპანიებს, რომლებსაც ვალუტის დევალვაციის გამო პრობლემები შეექმნათ.
მანქანების ექსპორტის შემცირების შემდეგ საქართველოდან აზერბაიჯანულ ბაზარზე ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტის მოცულობაც შემცირდა.
ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის ეტაპი ახალ ფაზაში შედის. 2015 წლის მარტში ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მოსამზადებლად, საბოლოო სიაში შესული 7 კანდიდატი კომპანიის წარმომადგენელი ნავსადგურის ადგილმდებარეობას ათვალიერებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამწლიანი გეგმა აქვს მომზადებული.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 35 პროცენტით აღემატება და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობის მისამართით რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ღვინის ქარხნები „აკურა“ და „გრუზვინპრომი“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბიზნესსექტორის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში - „საირიგაციო სისტემის მართვის ღონისძიებები“.
პარასკევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.
სახელმწიფოს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტი - „დანერგე მომავალი“ - იწყება.
უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 25 პროცენტით გაუფასურდა. ამ მოვლენების ფონზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, თუ პირველად მედიკამენტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა, ფასების შესანარჩუნებლად და შესამცირებლად სახელმწიფო დოტაციას მიმართავსო.
სახელმწიფოს მიერ ბიზნესის უშუალოდ წარმოება დიდად ეფექტური საქმე რომ არ გახლავთ, ამას სახელმწიფო აუდიტის მიერ წელს გამოქვეყნებული „სახელმწიფო საწარმოების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის აუდიტის“ შედეგებიც მოწმობს.
აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2014წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და, გარკვეული პირობების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ სუბსიდირებას მოიაზრებს, ცვლილებები შევიდა.
რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის პირველი თვის საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები გამოაქვეყნა.
ჩამოტვირთე მეტი