მაიკლ მაკფოლი და ჯეკ მეტლოკი ერთ დროს რუსეთში შეერთებული შტატების ელჩები იყვნენ. ორივე დღემდე ყურადღებით ადევნებს თვალს კრემლის საგარეო პოლიტიკას, თუმცა მნიშვნელოვან საკითხებში ერთმანეთისაგან განსხვავებულ შეფასებებს გამოთქვამს.
"მეათე სტუდიაში" შევეცდებით გავერკვეთ, რა გაკეთდა საიმისოდ, რომ აღარ განმეორდეს თბილისში ერთი წლის წინ მომხდარი წყალდიდობის მსგავსი ტრაგედია; მიგიწვევთ საქართველოს ეროვნულ არქივში ექსპოზიციაზე "ქართული ანბანის სამი სახეობა“.
საფრანგეთში სტარტი აიღო მიმდინარე წლის ერთ-ერთმა მთავარმა სპორტულმა ასპარეზობამ – ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა.
საქართველოსთან უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისას შეერთებულ შტატებში ყურადღებას ამახვილებენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე.
„თუ დონალდ ტრამპი თავისას მიაღწევს, კრემლი მეშვიდე ცაზე იქნება“ - ასე ფიქრობს ჰილარი კლინტონი.
გერმანიის პარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტას ეხება. კანონმდებლების უმრავლესობა, სავარაუდოდ, მიემხრობა ამ, 100 წლის წინანდელი მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარებას.
უცხოეთის პრესა განვლილი კვირის განმავლობაშიც არაერთ საყურადღებო თემას აშუქებდა. დღეისთვის სამი ასეთი თემა და მათზე გამოხმაურება შევარჩიეთ. უცხოეთის პრესის მიმოხილვა იწყება სტატიით, რომელიც ეხება რუსეთის ციხიდან 25 მაისს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს, გამოშვებას.
26 მაისს იაპონიაში დაიწყო „დიდი შვიდეულის“ ორდღიანი სამიტი. აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და მასპინძელი იაპონიის ლიდერები მსჯელობენ გლობალური მასშტაბის პრობლემებზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ხადიჯა ისმაილოვა და უკრაინელი სამხედრო მფრინავი ნადია სავჩენკო გაათავისუფლეს პატიმრობიდან, რომელსაც ბევრი მიიჩნევდა ავტორიტარული რეჟიმების ანგარიშსწორებად.
ნატოს სარდლის ყოფილი მოადგილე, გადამდგარი ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი შიშობს, რომ ნატოს გაისად რუსეთთან ომი მოელის.
"მეათე სტუდიაში" შემოგთავაზებთ ინტერვიუს ექსპერტთან ენერგეტიკის საკითხებში, ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელთან, გიორგი ვაშაყმაძესთან.
17 მაისს საფუძველი ჩაეყარა ახალი, ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP-ის) მშენებლობას: საბერძნეთში, თესალონიკის პორტის ტერიტორიაზე ჩაიდო პირველი მილი.
"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის გართულებულ ურთიერთობაზე. მაინც რეალისტურია თუ არა ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების პერსპექტივა და რას ნიშნავს ის საქართველოსთვის?
12 მაისს 40 წელი შეუსრულდა რუსეთში ერთ-ერთ წამყვან უფლებადამცველ ორგანიზაციას, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფს. ის შეიქმნა საბჭოთა კავშირში ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში - რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც თავად ბრეჟნევმა და კიდევ 34 ქვეყნის ლიდერებმა 1975 წლის ზაფხულში ფინეთის დედაქალაქში ხელი მოაწერეს ჰელსინკის დეკლარაციას.
გასულ კვირაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ბოლოხანს სწორედ დავითოღლუ აწარმოებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებას მიგრაციით გამოწვეული მწვავე კრიზისის მოსაგვარებლად.
დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია შეერთებული შტატების წინასაარჩევნო მარათონში. ამერიკელმა მილიარდერმა, რომელმაც ყველა კონკურენტი ჩამოიცილა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში.
მიგიწვევთ გამოფენაზე, რომელიც ეძღვნება ლადო გუდიაშვილის დაბადების 120-ე წლისთავს.
შემოგთავაზებთ რეპორტაჟს თბილისში ზურაბ არაბიძის ნამუშევრების გამოფენიდან.
"მეათე სტუდიაში" გიამბობთ ლეგენდარული სტივ ჯობსის მოგზაურობაზე "პერესტროიკის" პერიოდის მოსკოვში.
14 აპრილი - დედაენის დღე, რომელსაც ამ დღეებში უკვე არაერთი სიუჟეტი დავუთმეთ, არამარტო საქართველოში აღინიშნება.
ჩამოტვირთე მეტი