ყოველკვირეულ რადიოჟურნალში ხარკს მივაგებთ ფეხბურთს, გიამბობთ თბილისის ამერიკულ აკადემიაზე, შევეხებით გენდერული თანასწორობის საკითხს, თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ქართულ ღვინოზე, ბოლოს კი მოგიყვებით მუსიკის ვაშინგტონელი მოყვარულების ენთუზიაზმზე, რომლის წყალობითაც, მრავალი წლის შემდეგ, ისევ აჟღერდა ზაქარია ფალიაშვილის „ქართული საგალობლები“.