ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიას“ ნატოსთან ურთიერთობაზე საუბრით დავიწყებთ. ალიანსისაგან საქართველომ დადებითი შეფასება დაიმსახურა ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით. ამ არჩევნების თემას ცალკე სიუჟეტსაც მივუძღნვით.
უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება კონფლიქტი იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა დაასახელონ რუსეთის კანდიდატად ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე: ფიდეს ამჟამინდელი პრეზიდენტი კირსან ილიუმჟინოვი, თუ მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ანატოლი კარპოვი.
შეერთებულ შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხუთშაბათს წარმოადგინა ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია - დოკუმენტი, რომელშიც ასახულია პრიორიტეტული ამოცანები დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„რუსეთს, ბოლოსდაბოლოს, გამოუჩნდა სრულფასოვანი უკრაინელი პარტნიორი“, - თქვა მედვედევმა. „ნორმალურში“ კი იგულისხმება ხელმძღვანელობა, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს და ახორციელებს...
„რითაც ის გამოირჩევა, ეს არის მისი საოცარი მელოდიურობა და კომპოზიტორის გამორჩეული ნიჭი“, ამბობს მუსიკის კრიტიკოსი ბიძინა მაყაშვილი. 13 მაისს სტივი უანდერს 60 წელი შეუსრულდა.
ანდიჟანის სისხლისღვრა უზბეკეთში ტაბუდადებული თემაა: მედია, ოფიციალური პირები, ადგილობრივი მოსახლეობაც კი - ყველა დუმილს ამჯობინებს, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ. არადა, 2005 წლის 13 მაისს ასობით ადამიანი დაიღუპა
მიზანი, რომელსაც ევროპაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ტურნე ემსახურება, ჯოზეფ ბაიდენის სტატიის პირველივე წინადადებაშია ჩამოყალიბებული: ეს სტატია გაზეთ "ინტერნეიშენლ ჰერალდ ტრიბიუნში" გამოქვეყნდა.
მექსიკის ყურეში სულ უფრო ფართოვდება ნავთობის უზარმაზარი ლაქა, რომელიც BP-ის ნავთობის მოსაპოვებელ სადგურზე წყალქვეშა დანადგარის გასკდომის შედეგად წარმოიქმნა. წყალში ნავთობის ჩაღვრა ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება აშშ-ის რამდენიმე შტატს.
ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიაში“ დღეს გიამბობთ ანგარიშზე, რომელიც მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს; შევეცდებით გავერკვეთ, რა არის ქართულ მედია-სივრცეში საიტის media.ge წარმატების მიზეზი
უკრაინის პარლამენტში ოპოზიციის პროტესტმა, რომელიც აყალ-მაყალში გადაიზარდა, ხელი ვერ შეუშალა რატიფიკაციას შეთანხმებისა, რომლის თანახმად, ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დისლოცირების ვადა 2017 წლიდან კიდევ 25 წლით გაგრძელდება.
უცხოეთის პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა დღეს ერთადერთი ქვეყნის მედიას ეთმობა - პოლონეთის საინფორმაციო საშუალებებს, რადგან გასული კვირის მანძილზე მათში ბევრჯერ იყო საუბარი საქართველოზე. თუ რა თემასთან დაკავშირებით, ეს პირველივე სტატიის ნაწყვეტით გამოჩნდება.
iList-ი CNN-ის ახალი რუბრიკაა - გადაცემების სერია, რომელიც ერთი თვის მანძილზე ერთ რომელიმე ქვეყანას ეთმობა: მის ტრადიციებს, დღევანდელობას, განვითარების პერსპექტივებს, პოლიტიკას, ბიზნესს, რელიგიას, სპორტსა თუ ხელოვნებას.
ილეანა როს-ლეჰტინენის აზრით, აშშ-ის კონგრესმა ყველა ზომას უნდა მიმართოს საფრანგეთის დასარწმუნებლად, რომ „მისტრალის“ რუსეთისთვის მიყიდვას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა სულ უფრო მეტად აფერხებს საჰაერო მოძრაობას: საქმე გვაქვს გლობალური საჰაერო სივრცის ყველაზე მასშტაბურ შეზღუდვასთან იმ ზომების შემდეგ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებს მოჰყვა საჰაერო მიმოსვლაში.
ვითარება, რომელიც „წარმოსახვის საზღვრებს სცდება“: ასე აფასებს სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგებს ერთ-ერთი პოლონელი იურისტი. სხვა ექსპერტებიც იზიარებენ შეფასებას, რომ ტრაგედიის შედეგების სრულად წარმოდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია.
მთავრობა ვარშავაში სწრაფად მოქმედებს, რათა შეძლებისდაგვარად მალე შეავსოს პოსტები, რომლებიც შაბათის ტრაგედიის შედეგად დაცარიელდა. 10 აპრილის ავიაკატასტროფამ ხომ ამ ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო და რელიგიური ელიტის ათობით წარმომადგენლის სიცოცხლე შეიწირა.
ყოველკვირეულ რადიოჟურნალ „მეათე სტუდიაში“ გიამბობთ ჩეხეთში, ქალაქ ბრნოში ჩატარებულ სემინარზე, რომელზეც ქართველი ახალგაზრდებიც იყვნენ მიწვეული. ისინი მონაწილეობდნენ დისკუსიაში „საქართველო ომის შემდეგ და მის წინაშე მდგომი გამოწვევები“.
ცენტრალურ აზიაში ბან კი მუნის გამგზავრებამდე, მას ავტორიტეტიანმა ორგანიზაცია „ჰიუმან რაითს უოჩმა“ მოუწოდა, რეგიონის ლიდერებთან საუბრების დროს წამოჭრას ყველაზე მწვავე პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
„ბოლო დროს ტერორთან ბრძოლის სფეროში ჩვენ რაღაცეები შევძელით. შევძელით, კისერი მოგვეგრიხა ყველაზე ოდიოზური ბანდიტებისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ იყო," განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დაღესტანში, სადაც დღეს მოულოდნელად ჩავიდა.
ყოველკვირეულ რადიოჟურნალში დღეს ისევ დავუბრუნდებით ტელეკომპანია იმედის ინსცენირებულ რეპორტაჟს, რომელსაც, როგორც ცნობილია, ფართო რეზონანსი ახლავს. დღეს მოგითხრობთ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე და მოვისმენთ ფსიქოლოგების განმარტებებს.
ჩამოტვირთე მეტი