შეერთებულ შტატებში სამდღიან ვიზიტს იწყებს რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომლის შეხვედრების მთავარ თემადაც შეერთებულ შტატებთან ბიზნესის სფეროში ურთიერთობები სახელდება. თუმცა, ვიზიტის დაწყებამდე აშშ-ის ადმინისტრაციის, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მედვედევისა და მისი ამერიკელი კოლეგის შეხვედრაზე, 24 ივნისს, საუბარი შეეხება საქართველოსაც. ჩვენც ვუბრუნდებით თემას, რომელიც უკვე ბევრჯერ გამხდარა მსჯელობის საგანი მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ რუსეთთან ურთიერთობაში ახალი, „გადატვირთვის“ პოლიტიკის შესახებ გამოაცხადა.
შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის ბევრი საკითხის განხილვას, დოკუმენტებზე ხელმოწერას აპირებენ. თუმცა, წინასწარვე ცნობილია, რომ დმიტრი მედვედევს კრიტიკული შეფასების მოსმენა მოუწევს საქართველოს გამო - იმის გამო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია გრძელდება...
ვაშინგტონში მედვედევის ვიზიტის დროს რომ საქართველოს საკითხიც წამოიჭრება, ამაზე ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, მაიკლ მაკფოლმა მიანიშნა მიმდინარე თვეში ვაშინგტონში, პიტერსონის ეკონომიკის ინსტიტუტში გამოსვლისას. მან, უწინარეს ყოვლისა, საქართველოსადმი ვაშინგტონის მხარდაჭერა დაადასტურა: „არის თუ არა ობამას ადმინისტრაციის საგარეოპოლიტიკური მიზანი, ხელი შეუწყოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მშვიდობიანი გზით შეწყვეტასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? რასაკვირველია, არის! ჩვენ ეს მიზანი გვაქვს. მივაღწიეთ თუ არა პროგრესს ამ, მთავარი მიზნის მიმართულებით? ჩემი პასუხია - არა, არ მიგვიღწევია. ეს სიმართლეა. გვაქვს მიზანი. გვაქვს სტრატეგია, რომელსაც მივყვებით - და გავყვებით მაშინაც, როცა აქ პრეზიდენტი მედვედევი იქნება“, განაცხადა მაკფოლმა 11 ივნისს.
საქართველოსადმი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მხარდაჭერის დადასტურებად არის მიჩნეული ის გარემოებაც, რომ თბილისს ივლისის დასაწყისში, სამხრეთ კავკასიური ტურნეს დროს ესტუმრება სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
ამდენად, რუსეთთან შეერთებული შტატების „გადატვირთვის“ პოლიტიკით გათვალისწინებული დაახლოების პარალელურად იდგმება ნაბიჯები, რომლებიც საქართველოსადმი მხარდაჭერაზე მოწმობს.
არადა, გადატვირთვის პოლიტიკა ბევრში იწვევდა და ახლაც იწვევს შეშფოთებას. გასული წლის ივლისში აღმოსავლეთევროპელი ინტელექტუალებისა და ყოფილი ოფიციალური პირების წარმომადგენლობითმა ჯგუფმა (ხელმომწერთა შორის ჩეხეთისა და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტები, ვაცლავ ჰაველი და ლეხ ვალენსაც იყვნენ) გამოაქვეყნა ღია წერილი ობამას ადმინისტრაციისადმი, რომელშიც გამოთქვამს შეშფოთებას, რომ მოსკოვთან ვაშინგტონის დაახლოებას მომცრო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ინტერესების უგულებელყოფის საფრთხე ახლავს. ხოლო მას შემდეგ, რაც ობამას ადმინისტრაციამ კონგრესს ისევ წარუდგინა ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტი - „შეთანხმება 123“, რომლის რატიფიცირების პროცესიც ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ შეაჩერა საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, მძაფრი, ობამას ადმინისტრაციისადმი მკაცრი კრიტიკის შემცველი განცხადებები გაკეთდა.
მკაცრ კრიტიკას მოიცავდა, მაგალითად, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“, 15 მაისის ნომერში დაიბეჭდილი სტატია. მისი ავტორია ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, დევიდ კრამერი. მან ჩვენს რადიოსთან ინტერვიუშიც დაადასტურა კრიტიკული შეფასება მოსკოვთან ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულების მიმართ: კრამერის აზრით, „პრობლემა ის არის, რომ ადმინისტრაცია იმდენად დაკავებულია რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკით, რომ ამას რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებით პოლიტიკის თითქმის სრული უგულებელყოფის ხარჯზე აკეთებს. ვფიქრობ, ეს შემაშფოთებელია ამ ქვეყნებისთვის – ისევე როგორც ევროპისა და აშშ-ისთვის“.
მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკლ მაკფოლი კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. „ჩვენ განზრახ არ ვაკავშირებით საქართველოს ოკუპაციის დამთავრების დაჟინებით მოთხოვნას „შეთანხმება 123“-ის განხილვასთან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს იგნორირებას ვახდენთ. ამ ნაბიჯებს პარალელურად ვდგამთ, მათ ერთმანეთთან არ ვაკავშირებთ. და პირიქით: არც ჩვენს რუს კოლეგებს ვაძლევთ საშუალებას, ერთმანეთს დაუკავშირონ ის, რისი დაკავშირებაც მათ სურთ. ჩვენ არ ვამთავრებთ საქართველოს დახმარებას - საქართველოს მსხვერპლად არ ვწირავთ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას. ეს არის წინადადება, რომელიც ჩვენ დიდი ხნის წინ შემოგვთავაზეს და ჩვენ ვთქვით, რომ არ ვითამაშებთ ამ თამაშს“.
ეს განცხადება 10 ივნისს, ვაშინგტონში გააკეთა პრეზიდენტ ობამას მთავარმა მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, მაიკლ მაკფოლმა.
ბოლოს ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში - და ეს ეხება მმართველ წრეებს, ისევე როგორც ოპოზიციასა და პოლიტოლოგებს - სულ უფრო დადებით შეფასებას იწვევს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ. ამ დამოკიდებულების საილუსტრაციოდ გამოდგება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიგა ბოკერიას შეფასება, რომელიც მან რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ ბრაიან უიტმორთან საუბარში გამოთქვა: ვაშინგტონს, ამბობს ბოკერია, გადატვირთვის პოლიტიკისთვის არ შეუწირავს საქართველოს ინტერესები.
„ადმინისტრაციის პოლიტიკაში ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ ვიცით, რომ მათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა აქვთ და რუსეთთან მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. მაგრამ ამ პროცესის მანძილზე არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომ, სათანადო კონტექსტში, საქართველოს სუვერენობისა და უსაფრთხოების საკითხი არ წამოჭრილიყო“.
საქართველოს სუვერენობისა და უსაფრთხოების საკითხი, სავარაუდოდ, ამ დღეებშიც, შეერთებულ შტატებში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც წამოიჭრება.