ყოველკვირეულ რადიოჟურნალში ხარკს მივაგებთ ფეხბურთს - სამხრეთ აფრიკაში დაწყებულ სპორტულ ზეიმთან დაკავშირებით, გიამბობთ თბილისის ამერიკულ აკადემიაზე - გივი ზალდასტანიშვილის სახელობის სასწავლებელზე, რომელიც გასული თვის ბოლოს კიდევ 52-მა მოსწავლემ დაასრულა. შევეხებით გენდერული თანასწორობის საკითხს, მასზე თბილისში გამართული დისკუსიის გამო. თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ქართულ ღვინოზე - კერძოდ, ტრადიციულ ხვანჭკარაზე, რომელიც, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამტკიცებს, ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა. ბოლოს კი მოგიყვებით მუსიკის ვაშინგტონელი მოყვარულების ენთუზიაზმზე, რომლის წყალობითაც, მრავალი წლის შემდეგ, ისევ აჟღერდა ზაქარია ფალიაშვილის „ქართული საგალობლები“.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1