„დედე“ ნაჩვენები იქნა კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში "დასავლეთის აღმოსავლეთი". ეს ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
"მეათე სტუდიაში" გიამბობთ საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების სტუმრობაზე და იმაზე, თუ რა ნახეს მათ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მავთულხლართებთან.
გერმანია მოელის, რომ რუსეთი შეეცდება გავლენა მოახდინოს წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე და ამას გააკეთებს არა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდასაჭერად, არამედ, ზოგადად, გერმანიაში დემოკრატიისადმი ნდობის შესარყევად.
უცხოეთის პრესის მიმოხილვაში ყურადღებას შევაჩერებთ ორ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც ევროკავშირი დგას, მათ შორის მასობრივი მიგრაციით გამოწვეულ კრიზისზე.
"მეათე სტუდიაში" დღეს გიამბობთ, რატომ გადაწყვიტეს გორის საკრებულოში, არ დაერქვას ევროპის სახელი გორის ცენტრალურ მოედანს.ვისაუბრებთ საქართველოში კინოთეატრების სევდიან ბედზე.
ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ზღვის დონიდან 960 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და, როგორც ადგილობრივები სიამაყით ამბობენ, იგი ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ წერტილშია მსოფლიო პროფესიულ თეატრებს შორის.
8 ივნისს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა ქართველი პიანისტის, ეკატერინე გორდელაძის ახალი სოლო ალბომის, „საცეკვაო ფანტაზიების“ პრეზენტაცია.
ჯეიმს კომიმ, სენატის საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას, სიცრუეში დაადანაშაულა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როცა მან გამოძიების ფედერალურ ბიუროზე თქვა, რომ ამ უწყებას ცუდი ხელმძღვანელობა ჰყავს და დიდი პრობლემები აქვს.
ვისაუბრებთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავდაცვის სისტემაზე. ეს საკითხი ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ გამოიკვლია.
"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობაზე, რომელსაც ეძღვნება ამერიკისმცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თბილისში.
ტანტეების ბაღელების ან, როგორც შინაურულად ერთმანეთს უწოდებენ ხოლმე, „გერმანელების“ უმრავლესობა დღემდე ამბობს, რომ ეს იყო მათი ბავშვობის დაუვიწყარი თავგადასავალი - ევროპა რკინის ფარდის აქეთ.
საქართველოსა და აშშ-ს შორს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გალერეა Black & White-ში ფოტოგამოფენა გაიხსნა.
რუსეთში ერთ დროს უმდიდრესი ადამიანი - კაცი, რომელიც სათავეში ედგა რუსეთის უდიდეს ნავთობკომპანიას, ვიდრე დააკავებდნენ და 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებდნენ, მიხაილ ხოდორკოვსკი, კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში.
გიამბობთ ბათუმში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც სამოქალაქო პროტესტის მიზეზებსა და ფორმებს შეეხო. მიგიწვევთ გამოფენაზე „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“, რომელზეც წარმოდგენილია XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები.
საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი, ვისაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს და მტკიცე პროდასავლურ პოზიციაზე დგას, არის ემანუელ მაკრონი, 39 წლის მემარცხენე-ცენტრისტი პოლიტიკოსი.
აშშ-რუსეთის ურთიერთობაში ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია. ბოლო დღეებში ასეთი და მსგავსი შეფასებები გამოთქვეს ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა და არამარტო მათ.
ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანეთის მოსაზღვრე მაღალმთიან რეგიონში, ცხოვრობს ხალხი, რომელიც ძველთაძველ, პრეისლამურ კულტურას მიეკუთვნება.
"მეათე სტუდიაში" გიამბობთ ფემინისტურ ფესტივალზე, რომელიც ქუთაისში გაიმართა. მიგიპატიჟებთ კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში.
განვლილი წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ის, რაც მთელი ათწლეულია ხდება მსოფლიოში: მდგომარეობის გაუარესება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ.
ალექსანდრ სოკუროვმა, ამ კვირაში დაამტკიცა, რომ არამარტო დიდი ხელოვანია. ის გაბედული მოქალაქეც არის ქვეყანაში, სადაც მარტში ათასობით ადამიანი დააკავეს, უბრალოდ, მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის.
ჩამოტვირთე მეტი