"მეათე სტუდიაში" ამჯერად გიამბობთ იმედის გემზე, "ახა"-ზე: ასე უწოდებენ მცურავ ჰოსპიტალს, რომელიც ინდოეთში მდინარე ბრამაპუტრაზე დაცურავს. გამოვეხმაურებით ხულოს პროფესიული დრამატული თეატრის 80 წლის იუბილეს. გიამბობთ, როგორ ჩაიარა საქართველოში "ბლუმსდეიმ" - დღესასწაულმა, რომელსაც დიდი ირლანდიელი მწერლის, ჯეიმს ჯოისის, თაყვანისმცვემლები აწყობენ 16 ივნისს. საქართველოში "ბლუმსდეი" წელს პირველად იზეიმეს. ბოლოს შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას: დავით ქლიბაძე და დავით კაკაბაძე მიმოიხილავენ მთავარ სპორტულ ამბებს.