"მეათე სტუდიაში" ვისაუბრებთ წინასაარჩევნო განწყობასა და შეფასებებზე საფრანგეთში, სადაც პრეზიდენტობის სამი კანდიდატი მოსკოვთან დაახლოებას ემხრობა. გიამბობთ ბათუმში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც სამოქალაქო პროტესტის მიზეზებსა და ფორმებს შეეხო. მიგიწვევთ გამოფენაზე „ქართული ძველნაბეჭდი წიგნები“, რომელზეც წარმოდგენილია XVIII-XIX საუკუნეებში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. წიგნებზე საუბარს გავაგრძელებთ ინტერვიუთი, რომელიც ნოდარ დუმბაძის ფონდის ხელმძღვანელ ქეთევან დუმბაძესთან ჩავწერეთ: ის გვესაუბრა მზადებაზე ნოდარ დუმბაძის სახელობის დარბაზის გასახსნელად. ბოლოს შემოგთავაზებთ ჩვენს სპორტულ რუბრიკას: საუბარი შეეხება რამდენიმე თემას, მათ შორის, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც ვარშავა მასპინძლობს.