ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, რომლებიც საგარეო სავაჭრო ბრუნვას ასახავს, ნათელი ხდება, რომ 2016 წლის მანძილზე საზღვარგარეთ საქართველოს პროდუქციის ექსპორტი კლებას განაგრძობდა.
მიუხედავად რამდენიმე ახალი სამგზავრო მატარებლის შეძენისა, რადიკალურად არ უმჯობესდება რკინიგზის ინფრასტრუქტურა და იქ დასაქმებულთა მდგომარეობა.
2017 წლის დადგომისთანავე საქართველოში ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ. ამ ცვლილებამ პირველი დღიდანვე ფასების ზრდა გამოიწვია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა, ვიზიტორთა რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა.
2016 წელი არანაკლებ რთული აღმოჩნდა, ვიდრე იყო 2015, რადგან კვლავ გაღრმავდა ეროვნული ვალუტის ვარდნით გამოწვეული პრობლემები, კვლავ გაგრძელდა საგარეო სავაჭრო ბრუნვის ვარდნა, რასაც წლის ბოლოს დაემატა გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის გაზრდის შესახებ.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ოპოზიციის ცხარე კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
7-8 დეკემბერს თბილისში გაიმართა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ (LED) მე-9 საერთაშორისო ფორუმი. მასში მონაწილეობა მიიღო 800-მდე სტუმარმა, 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივმა მომხსენებელმა.
7 დეკემბერს სასტუმრო "ბილტმორ თბილისში“ მუშაობა დაიწყო „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ მე-9 საერთაშორისო (LED) ფორუმმა.
მიმდინარე კვირის განმავლობაში ლარის - საქართველოს ეროვნული ვალუტის - კურსის სწრაფ ვარდნას მთავრობა საგარეო ფაქტორებს უკავშირებს, ეკონომისტები კი მიზეზებს მთავრობის ქმედებებში ხედავენ.
კვირის ბოლოს, პარასკევს, როდესაც მსოფლიოს დიდი ნაწილი ვაჭრობის სფეროში ე. წ. „შავ პარასკევს“ აღნიშნავდა, სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაიაფებასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ვალუტაც გაიაფდა.
საქართველოს ახლად არჩეულ პარლამენტს უახლოეს ხანებში მოუწევს დაამტკიცოს 2017 წლის ბიუჯეტი, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მომავალი წლის მანძილზე. პროექტის მიხედვით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს.
საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, ვარდნას განაგრძობს. პროცესის მოთოკვის მიზნით ერვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ახორციელებს, ხარჯავს უცხოური ვალუტის მარაგს, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.
მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს უნდა წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საპენსიო რეფორმის განხორციელებას.
ცხრა თვის შედეგების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა. ასეთ პროცენტულ მაჩვენებელს სწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევენ მთავრობის წარმომადგენლები და საავიაციო სფეროს პრიორიტეტულობაზე საუბრობენ.
უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტა, ლარი, გაუფასურებას განაგრძობს. კურსის სწრაფი ვარდნის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 160 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გაყიდა, მაგრამ ამან ვარდნა მაინც ვერ შეაჩერა.
საქართველოში ტრანსპორტი ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი და მომგებიანი მიმართულებაა. მიუხედავად ამისა, ის განვითარების მაღალი დონით არ გამოირჩევა, მათ შორის სამგზავრო გადაზიდვებიც, სადაც სიიაფეს ეწირება უსაფრთხოება და ხარისხი.
23 სექტემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ რიგით 25-ე ბაზის გახსნა აღნიშნა.
საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აღიარებულია სატრანსპორტო ხერგილები. მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიისგან ამ პრობლემის დროულ გადაწყვეტას მოითხოვენ.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა იზრდება, მაგრამ, ამავე დროს, მცირდება. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 8 თვის მონაცემები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები.
საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, მაგრამ ვითარდება ნელი ტემპით. ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლებით კმაყოფილი არც მთავრობის წარმომადგენლები არიან.
ჩამოტვირთე მეტი