ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
ფორუმზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, ძირითადად განიხილეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული ოთხპუნქტიანი გეგმა.
კვლევის თანახმად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2.9 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის, გაუფასურების პროცესის ფონზე ქვეყნის მთავრობა ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ უმჯობესია არჩევანი ლარის სასარგებლოდ გააკეთოს და უარი თქვას აშშ დოლარზე.
თურქეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკაზე და, კერძოდ, ტურიზმზე მეზობელ ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება.
საქართველოში მოქმედ სამ საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა. ასეთი ზრდა განვითარების კარგ სტიმულს აძლევს ავიაბიზნესს, განსაკუთრებით კი, ე. წ. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს.
უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის, კურსი რამდენჯერმე გაუარესდა. დაცემის პროცესს წინ უძღოდა ლარის სწრაფი და შესამჩნევი გამყარების პროცესი.
პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 15 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკური სამსახურის კვლევის შედეგების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2014 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 პროცენტი შეადგინა.
მხოლოდ თბილისში მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 44 პროცენტით გაიზარდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ 4 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველომ 15 პროცენტით მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შდა პროდუქტი 2.3 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტით შემცირდა.
თბილისში უკვე მეთვრამეტედ მოეწყო საერთაშორისო ტურისტული გამოფენა. გამოფენის პარალელურად გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია.
თბილისის დელეგაცია, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების შემადგენლობით, მონაწილეობდა ევროპის ადგილობრივი მთავრობების კონგრესში, რომელიც 5-6 აპრილსპოლონეთის ქალაქ კრაკოვში გაიმართა.
ბოლო ნახევარი თვის მანძილზე საქართველოში ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარების ტენდენცია აღინიშნა, მაგრამ თავად ამ პროცესსაც თან ახლდა ჩავარდნები.
ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში 10 ათასით გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ვერ ახერხებენ აღებული სესხების გასტუმრებას.
რეფორმის არსი მდგომარეობს დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბებაში, რომელშიც კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოც.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23 პროცენტით შემცირდა. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემები, რომლებიც 2015 წლის მანძილზე საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას ასახავს.
საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ხელშემწყობი ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადა. „უმასპინძლე საქართველოში“ მიზნად ისახავს რეგიონებში სასტუმროების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ჩამოტვირთე მეტი