ჟურნალისტი, ვებრედაქტორი. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის საკითხებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1993 წლიდან.
თბილისში მიმდინარე „ამბასადორიალ 2017“-ის ფარგლებში საქართველოს ელჩები და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს ერთ-ერთ საწარმოში შეხვდნენ.
საქართველოს სტატისტიკური უწყების, „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ივნისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1 პროცენტით გაუარესდა.
1 ივლისიდან, ძვირდება თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებლის ბიზნეს და პირველი კლასის ბილეთები. შესაბამისად, ბიზნესკლასის ბილეთის საფასური 55-დან 100 ლარამდე იზრდება, პირველი კლასის ბილეთი კი 45 ლარის ნაცვლად 60 ლარი იქნება.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის პირველი ხუთი თვის მაჩვენებლები თითქმის იგივეა, რაც იყო 2013 წელს. ასეთ სურათს იძლევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.
გასული წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ აუდიტის სამსახურის მოხსენების მიხედვით, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვის ქვეშ მყოფ საწარმოთა უმრავლესობა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია.
საქართველოს მთავარი სტატისტიკური უწყების, „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, მაისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 6,6 პროცენტით გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში თითქმის 7-პროცენტიანი ინფლაციაა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია და 11.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე კრიტიკისა და დისკუსიის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა 94-ე მუხლი.
საქართველოს საზოგადოების ერთ ნაწილში ცხარე კამათს იწვევს შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი. თემის აქტუალიზება უკავშირდება ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.
საქართველოში ტურისტული სეზონი დაიწყო და საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა.
მიმდინარე კვირის მიწურულს თბილისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, და უნგრელი ბიზნესმენების დიდი ჯგუფი ეწვია. ისინი თბილისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის“ თბითმფრინავით ჩამოვიდნენ.
საქართველოს ავიაბიზნესი შთამბეჭდავად იზრდება - ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა სტატისტიკა, რომელიც მიმდინარე წლის პირველი 3 თვის ტენდენციებს ასახავს.
მიმდინარე კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტურიზმის სფეროსთვის. გაირკვა, რომ უცხოელი მოგზაურების რაოდენობის ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტს გადააჭარბა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის ორი თვის დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა.
თბილისში საავტომობილო ხერგილებისა და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურების შემცირების სურვილი დასახელდა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად, როდესაც მთავრობამ ნავთობპროდუქტებისა და ავტომობილების აქციზის გადასახადი გაზარდა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდის სტატისტიკის შემდეგ საქართველოს მთავრობამ ტურიზმის საგრძნობი ზრდის შესახებაც გამოაცხადა.
2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია.
ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” ახალი ანგარიში „ეკონომიკური თავისუფლება – 2017“ გვაუწყებს, რომ საქართველოს მაჩვენებელი 3,4 ქულით გაუმჯობესდა და ქვეყანამ რეიტინგში 10 პუნქტით წინ გადაინაცვლა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნავთობპროდუქტების აქციზთან ერთად გაიზარდა იმპორტირებული ავტომობილების აქციზის გადასახადიც.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2.9 % შეადგინა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი, სამომხმარებლო ფასების ინდექსი თითქმის 4 %-ით გაიზარდა.
ჩამოტვირთე მეტი