უკრაინელებს მოსწონდათ ის, რომ საქართველოში ცვლილებებია, რომ ჩვენთან შენდება, იღებება, ნათდება... რაც მთავარია, მოსწონდათ, რომ თუნდაც დაბალ და საშუალო ჩინოვნიკურ დონეზე აღარ არის კორუფცია. სამაგიეროდ, მე მომწონდა, რომ უკრაინაში ყოველ ჯერზე სამართლიანი არჩევნები ტარდება და რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია ჰყავს.