თუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სამხედრო–პატრიოტულ აღზრდას სკოლის ირგვლივ დღეს არსებულ ზოგად კონტექსტში განვიხილავთ, უფრო ზუსტად დავინახავთ, რა მიმართულებით განიცდის ტრანსფორმაციას სკოლა.
სკოლის ცხოვრებაში არსებითი ცვლილებები დაიწყო 2009 წლის იანვარში, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საქართველოს ყველა პედაგოგს შობა-ახალი წელი პირადი წერილით მიულოცა. წერილთან ერთად პედაგოგებმა მინისტრისგან სიმბოლური საჩუქარი და თანამშრომლობის შეთავაზება მიიღეს. თანამშრომლობა გულისხმობდა პოლიციის ამა თუ იმ ფორმით დაახლოებას სკოლასთან, სკოლის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით. პედაგოგების ნაწილი ამ შეთავაზებას დასთანხმდა, ხოლო იმ ნაწილის ხმა, რომელსაც მიაჩნია, რომ სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის, არავის გაუგია. ასე რომ, პოლიციისა და სკოლის დაახლოების პროცესი ორმხრივი თანხმობით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიწყო.
საქართველოს სხვადასხვა მხარეში იყო სკოლები, სადაც უბნის ინსპექტორები საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ: მოსწავლეებს პირდაპირ გაკვეთილზე ჩხრეკდნენ. სკოლების მეორე ნაწილში კი პოლიციელები (ზოგან - პროკურორები) მშვიდობიანად ესაუბრებოდნენ ახალგაზრდებს მართლწესრიგის საკითხებზე. ვინ არიან ეს ადამიანები, რა განათლების ან რა კვალიფიკაციის – ამის მონიტორინგი არავის ჩაუტარებია. არც ის არის ცნობილი, რა ეტაპზეა დღეს პოლიციისა და სკოლის თანამშრომლობა, ან რა შედეგი გამოიღო ამ წამოწყებამ.
ის კი ცნობილია, რომ, პოლიციელების შემდეგ სამხედროების ჯერი დგება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სკოლაში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის გაკვეთილები ჩატარდება და, პოლიციელებთან/პროკურორებთან ერთად, სკოლებში სამხედროები შევლენ. მართალია, ჯერ არავინ იცის, რას ასწავლიან ისინი ახალგაზრდებს, რა ნიშნით შეირჩევიან და როგორ კვალს დაამჩნევენ სასწავლო პროცესს, მაგრამ არსებითად გადაწყვეტილია, რომ სამხედრო ოფიცერი სკოლის ორგანული ნაწილი გახდება. თანაც, სამხედრო საკითხების შესახებ ცოდნის გადაცემასთან ერთად, ამ ოფიცერს ახალგაზრდების პატრიოტული აღზრდაც დაევალება. რა წარმოდგენა ექნება თითოეულ მათგანს ცნება „აღზრდის“ შინაარსზე, არავინ იცის.
პოლიციისა არ იყოს, არც ამჯერად გაუგია ვინმეს იმ პედაგოგების ხმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სამხედროებისთვის მოსწავლეების აღსაზრდელად მიბარება ბევრ რისკს შეიცავს. ვანო მერაბიშვილმა ის წინდახედულება მაინც გამოიჩინა, რომ თავად პედაგოგებს დააწერინა, პოლიციასთან თანამშრომლობა გვინდაო. ეს წერილობითი დოკუმენტი ათასობით თუ არა, ასობით ნამდვილად არის თავმოყრილი შინაგან საქმეთა სამინისტროში. რაც შეეხება სამხედროების დაბრუნებას სკოლაში ახალგაზრდების პატრიოტულ აღზრდაში მონაწილეობისთვის, – ეს საკითხი პედაგოგებთან და, ზოგადად, სკოლასთან არავის შეუთანხმებია.
ამიტომ, სავარაუდო საპროტესტო მუხტის აღსაკვეთად, რომელიც არ იგრძნობა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება დაიბადოს სკოლაში, სრულიად ბუნებრივად გაჩნდა ეგრეთ წოდებული „მათრახისა და ნუგბარის პოლიტიკის“ ნიშნები. კერძოდ, განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადების თანახმად, სკოლის დირექტორებს აეკრძალებათ ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემა რესურსცენტრებთან წინასწარი შეთანხების გარეშე. ეს გადაწყვეტილება შესაბამისად აისახება პედაგოგებზეც, რადგან თუ დირექტორს არ ექნება უფლება, საკუთარი აზრი „ზემოდან“ ნებართვის გარეშე გამოთქვას, მით უმეტეს, ამ რისკს არ გასწევს მასწავლებელი, რომელიც ადმინისტრაციულად მთლიანად დირექტორზეა დამოკიდებული. ეს ვერტიკალი – სამინისტრო –> რესურსცენტრი –> დირექტორი –> მასწავლებელი – ჩვენს თვალწინ იქმნება, რადგან კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საგანმანათლებლო სივრცის გაცილებით ჰორიზონტალურ მოწყობას ითვალისწინებს.
სკოლებში პოლიციელებისა და სამხედროების შეშვების შემდეგ, აგრეთვე, დირექტორებისთვის კომენტარების კეთების აკრძალვის შემდეგ, პრეზიდენტმა თავისი ხელფასის ნაწილი თავისსავე პედაგოგებს აჩუქა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ურჩია. იმ პირობებში, როდესაც საუკეთესო პედაგოგების ხელფასი თვეში 300 ლარსაც არ აღწევს, ათჯერ და ზოგჯერ ოცჯერ უფრო მაღალი ოფიციალური შემოსავლის მქონე ჩინოვნიკების მხრიდან მათთვის ფულის ჩუქება მასწავლებლების ღირსების მწვავედ შემლახავი მორიგი ქმედების შინაარსს იძენს.
ჩვენს ქვეყანაში სადისკუსიო პლატფორმების არარსებობის გამო არავინ საუბრობს იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების ერთობლიობა ქმნის: კერძოდ, იმის შესახებ, რომ არაფორმალური საზაფხულო პატრიოტული ბანაკების ნახევრად გასამხედროებული, ანტიჰუმანური გარემო ნაბიჯ-ნაბიჯ ინერგება ფორმალურ სივრცეში – საჯარო სკოლებში. და უპასუხოდ რჩება შეკითხვა სკოლის ტრანსფორმაციის შედეგებზე: ვის აღზრდას ვაკისრებთ სკოლას – დისციპლინირებული ჯარისკაცების თუ თავისუფალი მოქალაქეების?