გასული წლის ზაფხულის შემდეგ, როდესაც საპროტესტო მოძრაობის ძლიერი ტალღა, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა, საქართველოს ოპოზიციურ სპექტრში დაიწყო ძალთა გადაჯგუფების ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ოპოზიციის საჯარო აქტიურობა მეტად დაბალია.
გასული წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ოპოზიცია ჩუმი მოლაპარაკებების რეჟიმში ცხოვრობს. ათასნაირად გადალაგებულ–გადმოლაგებული პარტიები ჯერ ვერ მივიდნენ იმ ეტაპამდე, რომ საზოგადოებას ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლების რეალური ალტერნატივა შესთავაზონ. მოლაპარაკებები თვეობით გრძელდება, მაგრამ, რატომღაც, ყოველთვის უშედეგოდ სრულდება, რაც მორიგი დახურული შეხვედრების აუცილებლობას იწვევს.
ეს პროცესი შედარებით ნორმალურად გამოიყურებოდა გასული წლის ბოლომდე, იმ პერიოდამდე, სანამ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი მნიშვნელოვანი ინიციატივებით გამოვიდოდა. ეს ინიციატივები, ძირითადად, უკვე რეფორმირებულ სფეროებში რეფორმების შედეგების გადაფასებას ეხება და ამიტომ, შინაარსიდან გამომდინარე, ბუნებრივად ითხოვს ოპოზიციის ჩარევას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სფერო და ამ სფეროთი სიამაყის მთავარი ღერძი – ერთიანი ეროვნული გამოცდები. აღმოჩნდა, რომ უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების რეფორმირებული სისტემა არც ისე საამაყო ყოფილა და აბიტურიენტებისთვის (ციტატა) „იოლად გასაძრომ“ ნიშად ქცეულა. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, მომავალი წლიდან გამოცდები კვლავ სკოლებში გადაინაცვლებს და 3 ან 4 საგნის ნაცვლად, ათიოდე საგანს მოიცავს.
ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ინიციატივა სამხედრო სფეროში. თურმე, პროფესიული ჯარი და რეზერვისტების სისტემა საკმარისი არ არის ქვეყნის დასაცავად და ყველა ოჯახმა საკუთარი თავის დაცვაზე უნდა იზრუნოს. ამისათვის ქალი და კაცი შესაბამისი ცოდნითა და იარაღით უნდა აღიჭურვოს. სკოლებში კი სამხედრო–პატრიოტული აღზრდის გაკვეთილები უნდა დაბრუნდეს. რას ნიშნავს ეს ინიციატივები თავისი შინაარსით, რამდენად განხორციელებადია, ან რა დაჯდება მათი რეალურად დანერგვა, საზოგადოებისთვის არავის აუხსნია.
საინტერესო პროცესები მიდის რეგიონებში. მაღალი და საშუალო თანამდებობის პირებს სამსახურიდან უშვებენ, მაგრამ ოპოზიციას ეს ფაქტი არ შეუფასებია; არც ის განუმარტავს, რამდენიმე მხარეში ერთდროულად დაწყებული პროცესი ასახავს თუ არა ხელისუფლების სხვადასხვა დაჯგუფების მხრიდან ძალაუფლებისთვის ბრძოლას.
მორიგი საინტერესო ამბავი მოხდა 15 იანვარს, როდესაც „Newsweek”-ის რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა ინტერვიუ გიგი უგულავასთან, რომელიც, ჟურნალის ვერსიით, ამბობს, რომ თუ რუსეთი ჯარს გაიყვანს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოს სახელმწიფო უარს იტყვის ნატოს წევრობაზე. ეს ძალიან მოულოდნელი განცხადებაა და ბუნდოვანია, ვისთან შეთანხმებული პოზიცია გაახმოვანა დედაქალაქის მერმა. მით უმეტეს, რომ მერიის პრესსამსახურმა საერთოდ უარყო უგულავას მიერ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება. ასეა თუ ისე, ეს შემთხვევა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, უდავოდ იმსახურებს ოპოზიციის საჯარო ინტერესს.
ზოგადად, ქვეყანაში ბევრი რამ ხდება ისეთი, რაზეც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მხოლოდ კითხვები აქვს და პასუხები არ გააჩნია, რადგან ხელისუფლების პოზიცია ხშირად გაცხადებულია „ვთქვი და გავათავე!“–ს პრინციპით. საზოგადოებას კი ხელი ნაკლებად მიუწვდება ექსპერტულ მოსაზრებებზე ან საბიუჯეტო გათვლებზე, რადგან სატელევიზიო სივრცე არ არის ღია საექსპერტო დებატებისათვის.
ამ პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ოპოზიციის აქტიურობას, რომელმაც უნდა შეაფასოს ხელისუფლების ინიციატივები და ხელისუფლების წიაღში მიმდინარე პროცესები. უნდა აუხსნას საზოგადოებას, რა შედეგის მომტანია თითოეული ოჯახისთვის პრეზიდენტის და მისი უახლოესი გარემოცვის წევრების მიერ გახმოვანებული ესა თუ ის მნიშვნელოვანი იდეა და გადაწყვეტილება.
ამასობაში კი ოპოზიციის ხმა სრულიად არ ისმის. ერთადერთი, რაც გაბმული და უშედეგო კამათის საგანია – ეს არის პარტიების გაერთიანაება საერთო კანდიდატის ირგვლივ, ან გაყოფა მრავალ საარჩევნო სეგმენტად. და კიდევ უფრო გაუგებარია ოპოზიციური სპექტრის იმ ლიდერების დუმილი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ არ გეგმავენ და არც მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი.
ხელისუფლების ინიციატივები, რომლებიც აუცილებელ განმარტებებს მოითხოვს ალტერნატიული პოზიციიდან, ჯერჯერობით, ოპოზიციის სახით ყრუ კედელს აწყდება. ეს კიდევ ერთხელ უჩენს საზოგადოებას ეჭვს, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარ წვენში იხარშებიან და არაადეკვატურად გულგრილები არიან საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ.