დღეს რადიო თავისუფლების რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარია ახალგაზრდა შემოქმედი გიორგი კეკელიძე. რადიო თავისუფლების ბლოგების კომენტატორებმა სწორედ ის აირჩიეს მიმდინარე კვირის სტუმრად და გიორგისთვის დასასმელი შეკითხვებიც რეიტინგის სისტემით შეარჩიეს. სამშაბათს საღამოს გიორგი კეკელიძე ჩვენს ვებგვერდზე კომენტატორების შეკითხვებს "ცოცხალ" რეჟიმში უპასუხებს.
დღეს ბლოგის ბოლო მასალას ვწერ ამ წელიწადში და მინდა, ჩვენს ბლოგზე გიამბოთ – ისეთზე, როგორსაც მე მას ვხედავ. ჩვენი ბლოგის სახელი „იანეთია“. ეს სოლომონმა მოიფიქრა, დოდიმ კი ნამდვილი იანეთის ფირნიშს ფოტო გადაუღო.
"რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარია ჟურნალების „ცხელი შოკოლადისა“ და „ლიბერალის“ გამომცემელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, შორენა შავერდაშვილი. ხვალ საღამოს შორენა შავერდაშვილი "რადიო თავისუფლების" ვებსაიტზე კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.
დიდხანს ვიფიქრე, საიდან დამეწყო ეს სტატია – თავიდან თუ ბოლოდან. თავში ძმები გაჩეჩილაძეები არიან და ბოლოში – აფეთქებულ მონუმენტს შეწირული ოჯახია.
სულ მეფიქრება: რა ყაიდის თავისუფლება გვაქვს ახლა და რა გვქონდა მაშინ ისეთი, რაც ახლა აღარ მოგვეპოვება. თავის დროზე, პროცესი, რომელიც ფონად დაედო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, იყო გონების, აზრის გამოღვიძება.
დღეს "რადიო თავისუფლების" რუბრიკის – "ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარია ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ობსერვაციის დირექტორი თორნიკე გორდაძე. დღესვე "ინტერაქტიული დიალოგის" სტუმარი "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე განლაგებულ ია ანთაძის ბლოგს ეწვევა და კომენტატორების შეკითხვებს პასუხს "ცოცხალ" რეჟიმში გასცემს.
„ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმრებს რადიო თავისუფლების ვებსაიტზე განთავსებული ბლოგების კომენტატორები კენჭისყრით ირჩევენ. სტუმრისთვის დასასმელი კითხვებიც რეიტინგის სისტემით შეირჩევა. დღეს გადაცემის სტუმარია რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მას ბლოგის კომენტატორების შეკითხვებს ია ანთაძე აცნობს.
ახლა ნამდვილად დავრწმუნდი, რომ როგორც კი თავისუფალი არჩევანის საშუალება მოგვეცემა, გაცილებით უკეთეს ხელისუფლებას ავირჩევთ, ვიდრე დღეს ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში შეიძლება აღვწეროთ.
"რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე განლაგებული ია ანთაძის ბლოგის კომენტატორები კვირაში ერთხელ სტუმარს ირჩევენ და რეიტინგში გამარჯვებულ კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვენ. დღეს ინტერაქტიური დიალოგის სტუმარია ბტონი ვახტანგ ხმალაძე, ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი. კომენტატორების შეკითხვებს მას ია ანთაძე გააცნობს.
დღევანდელი წერილი ჩემს მეგობრებს ეძღვნება, მეგობრებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და გამხნევება სჭირდებათ. ისინი ბათუმში ცხოვრობენ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და გზა-გზა ბევრ ჭირ-ვარამს უძლებენ.
ორშაბათობით “რადიო თავისუფლება” ეთერს უთმობს ია ანთაძის ბლოგზე შერჩეულ სტუმარს. დღეს, "ვარდების რევოლუციის" ექვსი წლის თავზე, ჩვენს ეთერს, მათივე გადაწყვეტილებით, თავად ბლოგის კომენტატორები სტუმრობენ.
თუ სწორად მესმის, ახლა საქართველოში სამი საზოგადოებრივ–ვირტუალური კლუბია. ერთი მათგანი ბინადრობს საკან N5–ში, მეორე – ფეისბუკზე და მესამე – „რადიო თავისუფლების“ ბლოგებზე.
„ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმრებს კენჭისყრით ირჩევენ რადიო თავისუფლების ვებსაიტზე განთავსებული ბლოგების კომენტატორები, ხოლო სტუმარი მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს. ამჯერად გადაცემის სტუმარია პარლამენტის დეპუტატი გიორგი თარგამაძე.
ყველაფერთან ერთად, იმით ვარ კმაყოფილი, რომ დღევანდელი დღე დღევანდელ საქართველოში შედგა. ეს ბლოგიც მასზეა: მასში ჩვენს მოძრაობაზე, მისი ღონისა და სიცოცხლის იმედზე.
თვეზე მეტია, რადიო თავისუფლების ვებგვერდზე განთავსებული ბლოგების კომენტატორები კენჭისყრით ირჩევენ სტუმარს, რომელიც მათ შეკითხვებს რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში უპასუხებს. სტუმრისთვის დასასმელი კითხვები რეტინგის სისტემით შეირჩევა. დღეს გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი. სამშაბათ საღამოს კი ქალბატონი მარინა რადიო თავისუფლების ბლოგს ეწვევა და ინტერნეტის მეშვეობით გაესაუბრება მსურველებს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ვანო მერაბიშვილზე ვფიქრობ. უწინაც ხშირად მიფიქრია, მაგრამ – სხვანაირად. მაშინ მე აქეთ ნაპირზე ვიყავი, ის – იქით ნაპირზე იყო. შეკითხვები მქონდა, პასუხები - არა.
უკვე ერთი თვეა, რადიო თავისუფლების ვებგვერდზე განთავსებული ბლოგების კომენტატორები კენჭისყრით ირჩევენ სტუმარს, რომელიც მათ შეკითხვებს „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში უპასუხებს. სტუმრისთვის დასასმელი კითხვები რეტინგის სისტემით შეირჩევა. დღეს გადაცემის სტუმარია „ეროვნრული ფორუმის“ ერთ–ერთი ლიდერი რევაზ შავიშვილი. სამშაბათ საღამოს კი ბატონი რევაზი „რადიო თავისუფლების“ ბლოგს ეწვევა და ინტრენეტის მეშვეობით გაესაუბრება მსურველებს.
ჩვენთან პირველად ტელევიზიებს მიადგნენ და სეირს ვუყურეთ; სასამართლოს და პოლიციას რომ მიადგნენ, ხმა არ ამოგვიღია; ბიზნესს რომ მიადგნენ, არც კი შევწუხებულვართ; სკოლებს რომ მიადგნენ, არც მაშინ გვითქვამს რამე...
უკვე მესამე კვირაა, რადიო თავისუფლების ვებსაიტზე განთავსებული ბლოგების კომენტატორები კენჭისყრით ირჩევენ სტუმარს, რომელიც მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს. სტუმრისთვის დასასმელი კითხვები რეიტინგის სისტემით შეირჩევა. დღეს გადაცემის სტუმარია პარტია "თავისუფლების" ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია. სამშაბათ საღამოს კი ბატონი კონსტანტინე რადიო თავისუფლების ბლოგს ეწვევა და ინტერნეტის მეშვეობით გაესაუბრება მსურველებს.
ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ სულ ახლახან მივხვდი, რომ აკა მორჩილაძის უცნაური შეკითხვა ერთაოზის ვალივით დამრჩა და ჯერ კიდევ არ გამნელებია მასზე პასუხის სურვილი.
ჩამოტვირთე მეტი