ჯემშიდ შემირანი 1942 წელს თეირანში დაიბადა. 8 წლის იყო, როცა ზარბზე დაკვრა დაიწყო. მისი პედაგოგი ზემოხსენებული ჰოსსეინ თეჰრანი გახლდათ - არტისტი, რომელსაც ირანულ ტრადიციულ მუსიკაში რევოლუციის მოხდენა მიეწერება, ვინაიდან, საკრავის არსებობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში პირველად, სოლირების კულტურა დაამკვიდრა.