მუსიკოსს, რომელზეც დღეს ვისაუბრებ, ზოგიერთი იმავე ქვაბში ხარშავს, სადაც ლუი არმსტრონგი, დიუკ ელინგტონი, მაილს დევისი, ჩარლი პარკერი თუ ჯონ კოლტრეინი ეგულება, ხოლო ზოგისთვის ის არამზადაა, ჯაზს რომ სულში ჩააფურთხა, წაბილწა და გააჩანაგა. „ამაოხრებელს“ ორნეტ კოულმანი ჰქვია.