გასულ ოთხშაბათს ვისაუბრე საქსოფონისტ ორნეტ კოულმანზე, რომელმაც სამოციანი წლების დასაწყისში „ფრი ჯაზი“ შექმნა და ავანგარდული ჯაზის რადიკალური ფორმა „ჰარმოლოდიკა“ შეიმუშავა. სტანდარტული ჰარმონიული თუ რიტმული ფორმულებისგან გამიჯნული მუსიკა, სადაც ჰარმონიას, რიტმსა და მელოდიას ერთმანეთის დამოუკიდებლად უწევთ ყოფნა, მაგრამ თანასწორობა და შეხმატკილებული თანაარსებობაც მართებთ. ისიც ვთქვი, თუ როგორ ვერ ეგუებოდნენ მისი კოლეგა-მუსიკოსები საქსოფონისტის ამგვარ დესტრუქციულ მეტყველებას, როგორ ადანაშაულებდნენ ჯაზის წაბილწვასა თუ წახდენაში. თუმცა მიმდევრებიც რომ ჰყავდა, ესეც ვახსენე და ერთ-ერთი მათგანი, გიტარისტი ჯეიმს „ბლად“ ალმერი, დღეისთვის შემოვინახე.
სანამ კოულმანი „წაახდენდა“, გიტარისტი მეტწილად პენსილვანიაში, ქალაქ პიტსბურგის უხეირო სოულ ბენდებში უკრავდა. სახელოვან ჯაზმენთა მარაქაში კი საკმაოდ გვიან, 30 წლის ასაკში, გაერია, როცა ნიუ-იორკში გადაბარგდა და დაუნთაუნის კლუბებში სცადა თავის დამკვიდრება. გამოუვიდა კიდეც. სამხრეთული ბლუზით გაჯერებული მისი ბგერა და საშემსრულებლო მანერა უყურადღებოდ არ დარჩენილა. ჯერ იყო და არტ ბლეიკს შეეკრა, საქსოფონისტ ჯო ჰენდერსონისა და პიანისტ პოლ ბლეის სკოლა გამოიარა, ხოლო შემდეგ რაშიდ ალისთან - ჯონ კოლტრეინის დრამერთანაც დააგროვა გამოცდილება. 1971 წელს კი ორნეტ კოულმანი გაიცნო. ამ შეხვედრამ, ასე ვთქვათ, ტვინი გადაუბრუნა და, ფაქტობრივად, გადაწყვიტა კიდეც მისი მომავალი. საქსოფონისტის მუსიკის სტრუქტურული სირთულე თუ ენერგეტიკა გაითავისა და ერთ-ერთი პირველი ალბომიც -„Tales of Captain Black“ - მასთან ერთად ჩაწერა. „ჰარმოლოდიკის“ პრინციპზე აგებული საგიტარო ფრაზები მასწავლებლის საქსოფონის მოუხეშავი, ნერვული და ჭყვიტინა ფრაზებით გააჯერა.
ზემოხსენებულ ალბომში კოულმანის დონის ჯაზმენის მონაწილეობა დამწყები მუსიკოსისთვის შესანიშნავი სტარტი გახლდათ, ამავე დროს, ერთგვარი ბიძგი მომავალი წარმატებისათვის და გზის დალოცვაც. უხეში ფანკური ბგერის, იმპროვიზაციული სილაღისა და მისთვის დამახასიათებელი უნიკალური მელოდიზმის წყალობით სულ მალე ნიუ-იორკული ჯაზური ოჯახის სრულუფლებიან წევრად იქცა. „ჰარმოლოდიკის“ ენაზე მეტყველი არაერთი ალბომი გამოსცა. ამჯერად მხოლოდ ორ მათგანს გამოვყოფ: სიმებიან კვარტეტთან ერთად ჩაწერილ ალბომს, კლასიკურ მუსიკას როკი, ფანკი და ბლუზი რომ შეუხმატკბილა, ასევე „ბლუ ნოუტში“ შექმნილ პროექტს: „America Do You Remember the Love“, სადაც პროდიუსერად და ბასისტად ფანკზე შეშლილი ბილ ლასველი დაიხმარა.
90-იანი წლების დასაწყისში ჯეიმს ალმერს რაღაც დაემართა და, თითქოს განაწყენებულმა, ზურგი აქცია ორნეტ კოულმანის რიტმიკასა და ფრაზეოლოგიას. ბოდიში და, სულ ცალ ფეხზე დაიკიდა მასწავლებლის „ფრი ჯაზიცა“ თუ „ჰარმოლოდიკაც“. მისი მუსიკა უფრო მარტივი გახდა, ჰარმონიულადაც და ტემბრულადაც. სამხრეთელი კაცი გახლდათ და ფესვებს დაუბრუნდა: ბლუზი არაა მხოლოდ უბრალო სიმღერა, ეს ქადაგებაა და აწი მრევლს ამ ენაზე უნდა ვესაუბროო. ჰოდა, მას მერე დღემდე ამ ენაზე მეტყველებს, რა თქმა უნდა, უბერებელ ბლუზურ თემებზე: სიყვარულზე, სიკვდილსა თუ თავისუფლებაზე.
ჯაზის სამყაროს ჯეიმს ალმერისათვის ბლუზის პასტორალურ გარემოში გაქცევა დღემდე ვერ უპატიებია. მარტივი მუსიკის საკეთებლად არ ემეტებათ, რადგან თვლიან, რომ „ფრი ჯაზის“ განვითარებისთვის გაცილებით მეტის კეთება შეუძლია, ვიდრე 12-ტაქტიანი ბლუზური კვადრატებისთვის. კოულმანის დაწყებული საქმის, თავისუფალი იმპროვიზირების პრინციპების ღალატსაც საყვედურობენ. კომპლიმენტებითაც ცდილობენ მუსიკოსის შემობრუნებას: თუ ორნეტ კოულმანი ელაიჯა მუჰამედი, ალმერი ფრი ჯაზის მალკოლმ იქსიაო.
მე რომ მკითხო, მუსიკოსის ბლუზური პერიოდი უფრო მომწონს, ვიდრე მანამდე ქმნილი და ნაწვალები; მისი ხავერდოვანი და, ამავე დროს, ხეშეში ხმა უფრო მსიამოვნებს, სულ-გვამში ჯონ ლი ჰუკერი რომ ჩასახლებია.