1981 წელს ლონდონში ცნობარი გამოიცა, სახელწოდებით „ჯაზი და კინო“. ბრიტანელებმა არ დაიზარეს და 4 ათასამდე იმ მხატვრული, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნუსხა შეადგინეს, სადაც კი ჯაზი ოდესმე გარეულა. მარტო მათ ჩამოთვლას მინიმუმ ერთი კვირა მაინც დასჭირდება, ამიტომ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს გავიხსენებ, ხოლო რასაც დღეს ვერ მოვასწრებ, შემდეგი ოთხშაბათისთვის გადავდებ.
თუმცა ჯერ ჯაზისა და კინოს დამოყვრებისას ვიტყოდი, ძველისძველ ამბავს, როცა კინო ლუმიერების „მატარებლით“ ჩამობრძანდა, ბაქანზე კი მხოლოდ მუსიკა დაუხვდა. სტუმარს გულში ხელოვნების ახალი სახეობის ამბიცია ედო, მაგრამ რად გინდა? თანდაყოლილი სიმუნჯის გამო სიტყვას ვერ დააცდენინებდი, კითხვებზე პასუხს არ იძლეოდა. „ამირან გულში მღეროდაო“ - ზუსტად ასე გახლდათ ვაჟბატონის საქმე. მუსიკა რომ არ მიხმარებოდა, არ იქნებოდა მისი საშველი. კინოს გულისნადები გაახმოვანა და, როგორც ჩემზე განსწავლული ხალხი ამბობს, კომუნიკაციის ფუნქციის განვითარებაში უდიდესი წვლილიც შეიტანა.
იმ დროს ამერიკაში რეგტაიმი უყვარდათ, რომელიც მეტწილად საფორტეპიანო მუსიკას წარმოადგენდა. ჰოდა, კინოკადრების „ტიტრებად“ შავ-თეთრი კლავიშები იქცნენ, ხმის რეჟისორებად კი ე.წ. „ტაპიორი-პიანისტები“. ცხადია, მუსიკალური აკომპანემენტის ხარისხს ინსტრუმენტალისტის დონეც განსაზღვრავდა. ხეირიანად უნდა დაეკრა, ვიზუალური ემოცია რომ უფრო გაემძაფრებინა. თანაც, რეგტაიმი იმპროვიზაციული, შესასრულებლად არც ისე მარტივი მუსიკა გახლდათ, ერთეულები თუ ახერხებდნენ ამგვარი რთული ამოცანის შესრულებას. კინოდარბაზები მუსიკოსთა სარეპეტიციო და საკონცერტო სცენადაც იქცეოდა ხოლმე. ჰოდა, მუნჯი კინოს წყალობით ბევრმა პიანისტმა სწორედ რომ კინოსეანსებზე აიდგა ფეხი. მაგალითად, ასე დაიწყო ტომას რაით უოლერმაც, რომელსაც ფეტს უოლერად იხსენიებდნენ, რადგან ჩასუქებული და გაფუმფულებული კაცი იყო. კარგს ჭამდა და კარგს სვამდა, ზედმეტი არაფერი მოუთხოვია, არც დიდება, არც პატივი. საკუთარ თემებს წერდა და ყიდდა მერე, მისი შექმნილი სტანდარტებით მუდამ სხვები ხეირობდნენ. უბადლო იმპროვიზატორი ბრძანდებოდა და ამერიკული კინოთეატრებიც ერთმანეთს ეცილებოდნენ ხმის ამ ზორბა დრამატურგის მოსახელთებლად.
მერე, როცა კინოს გახმოვანება ტექნიკურად შესაძლებელი გახდა, ხელოვნების ეს ორი დარგი ერთმანეთს მეტად დაუახლოვდა. დადლი მერფი რომ არ ვახსენო, არაფერი გამოვა. ჟურნალისტი იყო, მაგრამ კინორეჟისორობა უფრო ეხერხებოდა. ორი ჯაზგარეული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო: ერთი დიუკ ელინგტონისა და მისი ორკესტრის მონაწილეობით, მეორე - 1929 წელს. ფართი ქუინსში იქირავა, პავილიონი გააწყო და საკუთარი სცენარიც გამოაცხო, ბანალური სიუჟეტით: ნამუხთლევი ქალი საყვარელ მამაკაცს მორიგ დედაკაცთან არშიყობაში ამხელს, მიტოვებული დარდისგან გვარიანად გამოთვრება და გულისმომკვლელ ბლუზსაც მიაყოლებს. მოკლედ, სტანდარტული სიტუაცია: სიყვარული, ღალატი და სევდა. ამ სამების გემო კი იმხანად ბესი სმითზე უკეთ არავინ უწყოდა. ჰოდა, შეასრულა კიდეც სენტლუისური ბლუზი:
30-იანი წლებიდან მოყოლებული, მთელი ამერიკა ალივლივდა - მარტივად რომ ვთქვათ, „სვინგის“, ბიგ-ბენდების ხანა დადგა. ამგვარ კონცერტებზე გოგონების ისეთივე წიოკი გაისმოდა, „ბიტლზის“ ლაივებზე რომ გვსმენია. ჰოდა, „სვინგის“ ხსენებაზე, გინდა-არ გინდა, გლენ მილერი გაგახსენებს თავს. აქვე ფილმებში გაჟღერებულ კომპოზიციებსაც, „ჩატანუგას“ და „მთვარის სერენედასაც“ ახსენებდა კაცი. თუმცა, დროის სიმცირის გამო, უტიფრად გამოვტოვებ, უფრო დიდი მუსიკოსი რომ არ დამეჩაგროს. ბენი გუდმენს ვგულისხმობ, „სვინგის მეფედ“ სიცოცხლეშივე რომ აკურთხეს. კლარნეტისტი თავის ორკესტრთან ერთად ეკრანზე 1937 წელს „ჰოლივუდურ სასტუმროში“ გამოჩნდა. ფილმმა უმდიდრესი მუსიკალური მასალა შემოინახა: გაჯაზებული კლასიკური თუ ევროპული ფოლკლორიდან დაწყებული, ფლეტჩერ ჰენდერსონის არანჟირებული სტანდარტებით დამთავებული. თუმცა ბოლოსთვის ერთ თემას მაინც გამოვარჩევდი, რადგან მგონია, რომ ზუსტად ასახავს თაობის განწყობასა თუ გემოვნებას, თანაც იმ ეპოქის „სვინგის“ სინონიმადაც გამოდგება. ლუი პრიმას სიმღერის გუდმენისეულ ვერსიაზე მაქვს საუბარი. ბენი გუდმენთან ერთად საყვირზე ჰარი ჯეიმსი იხარჯება, ხოლო დასარტყამზე ჯინ კრუპა როკავს ველურ აფრიკულ მოტივებზე - უნიკალური დრამერი, რომელმაც ტრადიცია დაარღვია და ინსტრუმენტზე სოლირება პირველმა გაბედა.