„სანამ ვინმეში გარკვევას დაიწყებ, საკუთარ თავში გაერკვიე“ - სენეკას ამ სიტყვებით იწყებს ძალიან საინტერესო ინტერვიუს „ნოვაია გაზეტა“ ოსკაროსან პოლონელ რეჟისორთან, ანჯეი ვაიდასთან, რომელმაც 2007 წელს ფილმი „კატინი“ გადაიღო. ინტერვიუში, ძირითადად, წარსული შეცდომების აღიარების გზით ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაზეა საუბარი.