კანადური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახი დახმარების სახით მიიღებს თანხას კანადური კერძო სადაზღვევო კომპანიისაგან.
ნოდარ ქუმარიტაშვილი, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების სხვა ხუთი ათასი მონაწილე და სტუმარი, დაზღვეული იყო კანადური კომპანიის მიერ, რომელმაც, კანადური პრესის ინფორმაციით, მისი გადმოსვენებისა და ასევე დაღუპვის ხარჯები გამოყო ოჯახისთვის. თანხის ოდენობა არ სახელდება.
რენე სმიტ ვალადე, ოლიმპიური კომიტეტის საორგანიზაციო კომიტეტის პრესსპიკერი, ამბობს:
“როგორც კი ყველა პროცედურა დასრულდება, ჩვენი მზღვეველები დაუკავშირდებიან ქუმარიტაშვილის ოჯახს. საბოლოო თანხის დასახელება არ შემიძლია, რათა დავიცვა ოჯახის კონფიდენციალობა.”
თუმცა რენე სმიტ ვალადე ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სადაზღვევო კომპანიამ დაადგინა ღირსეული და შესაბამისი თანხა.
ამ თანხისა და დახმარების შესახებ ქუმარიტაშვილის ოჯახი ჯერჯერობით ინფორმირებული არ არის.
კანადური პრესა წერს, რომ დახმარებას ოჯახისთვის ითხოვს საქართველოს საციგაო ფედერაცია, რომელიც ლაპარაკობს ოჯახის მძიმე მდგომარეობასა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობაზე. ამ ფედერაციის ხელმძღვანელი კი, ფელიქს ქუმარიტაშვილი, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაა. კანადური პრესის ინფორმაციით, ამ მოთხოვნების შესაბამისად, ქუმარიტაშვილის ოჯახმა კანადური მხარისგან უკვე მიიღო 14 ათასი ევრო პირველადი დახმარება, რომელიც ქუმარიტაშვილის ოჯახის დაუსრულებელი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.
ფელიქს ქუმარიტაშვილის ცნობით, ეს თანხა რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა.
რაც შეეხება დახმარებას, ამჯერად, როგორც კანადური “ვანკუვერ სანი” წერს, ეს აუცილებელი პროცედურა თავად მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნაა. ყველა მონაწილე სპორტსმენი, ამ პროცედურის მიხედვით, საჭიროების შემთხვევისთვის დაზღვეულია გარდაცვლებასა ან სამედიცინო დახმარებაზე.
თავად ინციდენტის გამოძიება ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს, თუმცა, კანადური პრესის ინფორმაციით, ქუმარიტაშვილის ოჯახმა გადაწყვიტა არ ეჩივლა ოლიმპიური კომიტეტისთვის. ამასვე ადასტურებს ქუმარიტაშვილის ბიძა და მწვრთნელი.
კანადური “სიბისი ნიუსი” წერს, რომ ყველა ათლეტს ჰქონდა ხელი მოწერილი დოკუმენტზე, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი მონაწილეობდნენ თამაშებში საკუთარი რისკითო:
ვმონაწილეობ თამაშებში “ჩემს საკუთარ რისკზე და მე მივიღებ ყველა გონივრულ ზომას, რომ დავიცვა ჩემი თავი რისკისგან.”
გამოძიების საბოლოო დასკვნას აპრილის შუა რიცხვებში ელოდებიან.