პრეზიდენტის ინიციატივა სკოლებში ფიზკულტურის ტრადიციული მეთოდის გაუქმებასა და მის ნაცვლად სპორტის სახეობების შემოღებას ითვალისწინებს. სკოლები მომავალში, სავარაუდოდ, თავად აირჩევენ რომელი სპორტის სახეობას მიანიჭონ უპირატესობა. განათლების სამინისტრო ამ ინიციატივაზე დაჩქარებული წესით მუშაობს: ორ თვეში კონცეფცია უნდა შეიქმნას და პროექტისთვის საჭირო ფული გამოინახოს. პირველი სამუშაო ჯგუფები, სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყებენ მუშაობას.
მოძველებული ფიზკულტურის გაკვეთილები პრეზიდენტმა რამდენმე კვირის წინ საჯაროდ გააკრიტიკა: „ფიზკულტურის გაკვეთილებზე მე არ დავდიოდი, მოსაწყენი იყო.“
სამაგიეროდ, პრეზიდენტმა სხვა მოდელზე ისაუბრა, მოდელზე, რომელიც დასავლეთში დიდი ხანია არსებობს - როცა სკოლები და უნივერსიტეტები სპორტის კონკრეტული სახეობებით ერთმანეთს პროფესიულ შეჯიბრებებში ხვდებიან. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში უნივერსიტეტის რეიტინგის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი მისი სპორტული გუნდის მიღწევებია. უმრავლეს შემთხვევაში ეს ამერიკული ფეხბურთია.
საქართველოში სასკოლო სპორტის ხსენებაზე ჯერ ისევ ცარიელი სპორტული დარბაზი და ფიზკულტურის მასწავლებელი გვახსენდება. ეს მდგომარეობა რომ პრობლემური იყო, ამაზე 161-ე სკოლის დირექტორი მიშა მინდაძე ოთხი წლის წინ დაფიქრდა. მაშინ მინდაძე განათლების სამინისტროში მუშაობდა. მოამზადა პროექტი და მოგვიანებით პარლამენტამდეც კი მიიტანა, მაგრამ პროექტი მაშინ ვერ განხორციელდა. „რომ იშლებოდა ის, რაც გაკეთდა ბევრი წლის წინ, ავანტურის ფორმა მიეცა, ავანტურისტულად ჩათვალეს“, - ამბობს მიშა მინდაძე.
იდეა გულისხმობდა ახალი, დეცენტრალიზებული სისტემის შემოღებას, სკოლაში სპორტის კონკრეტული სახეობების დანერგვას და პროფესიონალი მწვრთნელების მოწვევას. მინდაძის თქმით: „მასწავლებლებს ფიზკულტურის ინსტიტუტი ამზადებდა, იყო ფაკულტეტი ფიზკულტურის მასწავლებლისა. წინააღმდეგობა ხვდებოდა, უნდა შეეცვალათ მიმართულება, სტილი, პროგრამა, მომზადება.“
ფიზკულტურის მასწავლებლები თანამედროვე ცხოვრების რიტმმა მაინც ფუნქციის გარეშე დატოვა. უინტერესო ფიზკულტურის გაკვეთილებზე დაბალმა მოთხოვნამ და სპორტის მიმართ მოსწავლეთა მაღალმა ინტერესმა სკოლებში არაცენტრალიზებულად მომზადებული მწვრთნელების გამოჩენას შეუწყო ხელი: „ისინი ნელ-ნელა მაინც აქცენტირებას აკეთებდნენ თავ-თავის სპორტზე. ცუდად თუ კარგად, ნახევრად ლეგალურად, ეს მაინც კეთდებოდა.“
მაშინ ნახევრად ლეგალურ საქმიანობას დღეს მწვანე შუქი პრეზიდენტმა აუნთო, რაც ქვევიდან დაწყებული პროცესის ცენტრალიზებულ დანერგვას ნიშნავს. იდეა კი მარტივია: სკოლებს თავისუფალი არჩევანი მიეცემათ. როგორ უნდა გადაწყვიტოს სკოლამ რომელი სპორტის სახეობას მიანიჭოს უპირატესობა? - ჩვენ ამ შეკითხვით სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ჭანიშვილს მივმართეთ.
„რა ტრადიციაც არსებობს ამა თუ იმ ქალაქში, სკოლებშიც იყოს იგივე სპორტის სახეობები. ვთქვათ, თუ არის ბათუმში ტრადიცია, ვთქვათ, იმავე რაგბისა... რეგიონების სკოლებში, ვთქვათ, იყოს თხილამურები ფიზკულტურის გაკვეთილის მაგივრად“, - ამბობს გიორგი ჭანიშვილი.
თუმცა ეს მხოლოდ იდეებია, ანუ ის, რაც, შესაძლოა, მოხდეს. არც სპორტის დეპარტამენტში და არც განათლების სამინისტროში ჯერ სამუშაო ჯგუფები არ შექმნილა. პროცესი პირველი რეაქციაა პრეზიდენტის გამოსვლაზე. ცვლილებების სათავეში კი სასწავლო გეგმების ეროვნული ცენტრი დგას. „ჩვენ ვართ კარგი სპეციალისტების შერჩევის პროცესში“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ჯოხაძე.
შერჩეულმა სპეციალისტებმა უკვე ორ თვეში უნდა მოამზადონ კონცეფცია და იდეის განსახორციელებლად საჭირო სახსრების მოძიებაზე დაიწყონ ფიქრი. ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია საწყის ეტაპზე ფინანსური პრობლემების წარმოქმნის საშიშროებას ვერ ხედავს. „განათლების სამინისტროს პროგრამებში არის საკმარისი ფული იმისთვის, რომ, ვთქვათ, გადათამაშების შემთხვევაში, ნუ, რაღაც პროგრამებზე უარს თუ იტყვიან, სავსებით საკმარისია”, - ამბობს სიმონ ჯანაშია, თუმცა მიაჩნია, რომ ფინანსური პრობლემები, შესაძლოა, მომდევნო ეტაპებზე გაჩნდეს: ”რთული იქნება ამის განხორციელება ქალაქებში, დიდ სკოლებში, რომლებსაც არა აქვთ სათანადო ბაზა”.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ პრობლემას მარტივად ისეთი სკოლების შერჩევით მოაგვარებენ, რომელთაც სათანადო ბაზა აქვთ. ასეთი კი საქართველოში, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცამდე სკოლაა. დანარჩენ 2100-ს კი, სანამ მათ ცენტრალიზებულად მიადგებიან, დეცენტრალიზაციისთვის იაფი მეთოდით სპორტის დანერგვას 161-ე სკოლის დირექტორი მიშა მინდაძე სთავაზობს: „ელემენტარულად კროსების შემოღება შეიძლება და პარკი და სივრცე ყველა უბანს გააჩნია ქალაქებში. სოფლებში კიდევ უფრო ადვილია ამისი მიღწევა.“