გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტოს ხელმძღვანელი პავლე კასრაძე და მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გივი ქართველიშვილი, რომლებიც საუბრობენ ამასწინანდელ დოპინგსკანდალსა და საქართველოში მთამსვლელობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.
„მარათონის“ დღევანდელი სტუმრები ისაუბრებენ სპორტის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზეც განიხილეს.
საქართველოს მშვილდოსანთა ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე ისაუბრებს ქართველი მშვილდოსნების ბოლოდროინდელ დიდ წარმატებებსა და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების მიმდინარეობაზე...
ქართული სპორტის მუზეუმის დაარსების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით „მარათონის“ სტუმრები არიან: მუზეუმის მთავარი სპეციალისტი ლილი ლომსაძე და ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე.
დღეს არაერთ საინტერესო ინფორმაციას მოისმენთ ფარიკაობის, ცხენბურთისა და ფეხბურთის შესახებ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების სკანდალური ამბები, ასევე კალათბურთი, რაგბი, ჭიდაობა - სპეციალისტების შეფასებით. გადაცემის სტუმარია კოტე ტუღუში - საკალათბურთო კლუბის, „ქუთაისი 2010“-ის მთავარი მწვრთნელი.
რამდენიმე დღეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.
საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი რადიომსმენელებს გააცნობს თავის წინასაარჩევნო გეგმებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია რადიომსმენელებს გააცნობს თავისი პროგრამის ზოგიერთ დეტალს.
ჟურნალისტი დავით კაკაბაძე მონაკოდან გვიამბობს იქ ჩატარებული უეფას ტრადიციულ ცერემონიაზე, რომელმაც დაასახელა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი და ევროტურნირების ჯგუფები.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ამ ბოლო ხანებში განხორციელებულ სიახლეებზე, პრობლემებზე, ჩვენი სპორტის შემდგომი განვითარებისა და წინსვლისათვის დასახულ გეგმებზე ლაპარაკობს.
„მარათონის“ ეს გამოშვება თემატურად მრავალფეროვანია: მასში ვსაუბრობთ თბილისის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირსა და საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრების სამზადისზე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ასპარეზობისთვის.
დღეს ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საუბრობს ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტთა წარმატებულ გამოსვლასა და პერსპექტივებზე...
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე საუბრობს „თბილისი 2015“-ის პერიპეტიებზე, ჩვენი სპორტის შემდგომი აღმავლობისათვის განხორციელებულ და მომავლისათვის დასახულ ღონისძიებებზე.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, ფარიკაობაში ბოლო წლებში მოსული ნიჭიერი თაობის პერსპექტივები, ბათუმში ქვიშის რაგბის საერთაშორისო ტურნირი, გორის „დილასა“ და ბელგრადის „პარტიზანის“ ფეხბურთელთა გუნდების ამასწინანდელი მატჩი.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კოტე ტუღუში ისაუბრებს ევროპის ჩემპიონატისათვის ჩვენი გუნდის მზადების მიმდინარეობაზე.
წამყვანის, დავით ქლიბაძისა და დავით კაკაბაძის შეკითხვებს უპასუხებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი არჩილ არველაძე. მოისმენთ სატელეფონო საუბარს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთან ალექსი ახვლედიანთან და მხატვრული ტანვარჯიშის ცნობილ სპეციალისტებთან.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ბაქო 2015-ზე საქართველოს სპორტული დელეგაციის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე საუბრობენ პირველ ევროპულ თამაშებზე.
გადაცემა დაიწყება ბაქოდან სატელეფონო ჩართვით - ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ისაუბრებს ევროპულ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების წარმატებების შესახებ.
ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში გვექნება სატელეფონო ჩართვა ბაქოდან - საქართელოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ისაუბრებს ევროპის თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი