ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში გვექნება სატელეფონო ჩართვა ბაქოდან - საქართელოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი ისაუბრებს ევროპის თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის შესახებ.
ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი ამ სახეობის პრობლემებსა და სხვადასხვა რეგიონში მის განვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას.
თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალეკო ახვლედიანის
სატელეფონო ჩართვის შემდეგ საფეხბურთო კლუბის "საბურთალოს" გენერალური დირექტორი კახა ჭუმბურიძე რადიომსმენელებს გააცნობს კლუბის საფეხბურთო აკადემიის მუშაობის პრინციპებს - "საბურთალო" მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.