საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია რადიომსმენელებს გააცნობს თავისი პროგრამის ზოგიერთ დეტალს.
განმეორებით მოუსმენთ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ამასწინანდელი რადიოინტერვიუს ფრაგმენტებს.
ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახი ცხადაძე, დიდოსტატი ელიზბარ უბილავა და ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე ისაუბრებენ ბოლო პერიოდში გამართულ ასპარეზობებსა და მომავლის გეგმებზე.