დღეს ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საუბრობს ევროპის XIII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ძიუდოისტთა წარმატებულ გამოსვლასა და პერსპექტივებზე.
სუპერთასის მოლოდინში თავიანთ მოსაზრებას გვიზიარებენ ფეხბურთის თაყვანისმცემლები - პროფესორი დევი დობორჯგინიძე და საერთაშორისო დიდოსტატი ელიზბარ უბილავა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსების დირექტორი გაიოზ დარსაძე ლაპარაკობს კვალიფიციური კადრების აღზრდის სპეციფიკაზე.