ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში გვექნება ორი სატელეფონო ჩართვა ბაქო 2015-ის პროგრამით გათვალისწინებული კარატისტთა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ასპარეზობის დარბაზებიდან; პირველი ევროპული თამაშებისათვის მზადყოფნის შესახებ ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე საქართველოს სპორტსმენების პერსპექტივებზე. ასევე კალათბურთის, ბეხბურთისა და ცურვის შესახებ.
გადაცემაში მონაწილეობს სახელოვანი სპორტსმენი ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც გაიხსენებს სპორტული ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდებს და რადიომსმენელს გაუზიარებს თავის მოსაზრებებს თანამედროვე ჩოგბურთზე.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კოტე ლაშხი გვესაუბრებიან ბაქოს ევროპული თამაშებისათვის ნაკრები გუნდების მზადების მიმდინარეობის შესახებ და სხვა იმ საკითხებზე, რომლებიც განიხილეს აღმასკომის ბოლო სხდომაზე.
ბაქოს პირველი ევროპული თამაშებისთვის ქართველი ძიუდოისტების მზადებაზე საუბრობს ნაკრების უფროსი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე; მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ცნობილი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე იხსენებს თავისი მდიდარი სპორტული ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდებს.
60 წლის იუბილარი, სახელოვანი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე გაგვანდობს თავის შეხედულებას მისი პერიოდისა და თანამედროვე ფეხბურთზე.
საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე ფეხბურთელთა გუნდის „ცხინვალის“ მთავარი მწვრთვნელი კახი კაჭარავაისაუბრებს ეროვნული ჩემპიონატის პრობლემებზე.
საერთაშორისო დიდოსტატი ლაპარაკობს გამოჩენილ მოჭადრაკეებზე, საქართველოს ქალთა ნაკრებზე, თანამედროვე ჭადრაკის განვითარებაზე.
მურთაზ ხურცილავა და ოთარ გაბელია დაბადების 60 წელს მიულოცავენ ალექსანდრე ჩივაძეს, რომელიც კიდევ ერთხელ გაიხსენებს თანაგუნდელებს და 1981 წლის „დინამოს“ შემადგენლობას.
„მარათონის“ დღევანდელ გამოშვებაში ევროპის ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავეების ამასწინანდელ წარმატებულ გამოსვლას აფასებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მანუჩარ კვირკველია.
ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კახი კახიაშვილი საუბრობს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატისათვის მზადებაზე. ასპარეზობა თბილისის სპორტის სასახლეში აპრილში გაიმართება.
გადაცემის მონაწილენი: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აკაკი ლოდია საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის დღევანდელ მდგომარეობას და მისი განვითარების პერსპექტივებს გაგვაცნობს.
პოპულარულ მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს, ეროსი მანჯგალაძეს 3 მარტს 90 წელი შეუსრულდებოდა.
დღეს „მარათონის“ სტუმრები არიან ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ომარ ფხაკაძე უმცროსი, რომელიც ისაუბრებს სპორტის ამ საინტერესო სახეობის პრობლემებზე, და სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი გურამ ძაგანია.
გადაცემის თემებია: საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მზადება მომავალი დიდი ასპარეზობებისათვის და ნორჩ ფეხბურთელთა აღზრდის პრობლემები.
„მარათონის“ სტუმრები არიან საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და სახელოვანი ვეტერანი ხელბურთელი, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იმედო ფხაკაძე.
ყოველკვირეულ სპორტულ პროგრამაში დღეს გესაუბრებით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ბორის პაიჭაძის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი